გავრცელებული ჩივილის შესახებ მოგითხრობთ.
რა იწვევს მეტალის გემოს პირის ღრუში?
იგი გემოვნებითი მგრძნობელობის დარღვევის ფორმაა - მდგომარეობას სამედიცინო ენაზე პარაგევზია ეწოდება.
უსიამოვნო გემო სრულიად მოულოდნელად, უეცრად ჩნდება ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყალიბდება.
გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირების, შესაბამისად, სათანადო მკურნალობის შედეგად პირის ღრუში მეტალის გემო ქრება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელშემწყობი ფაქტორი დროებითია. თუმცა აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ექიმს თუ გემოვნებითი მგრძნობელობის დარღვევამ ქრონიკული ფორმა მიიღო, გარკვეული დროის შემდეგაც კი არ ალაგდა.
რასაკვირველია, გემოს შეგრძნების დაკარგვა სერიოზული დისკომფორტია, რადგან ადამიანი ვეღარ ახერხებს მიირთვას საკვები, პარაგევზიის ფონზე ყველაზე გემრიელი პროდუქტიც კი კარგავს ხიბლს.
გემოს შეგრძნების დაკარგვა ხშირად ხდება წონის დაკლების, გასუქების თუ დეპრესიის ხელშემწყობი მიზეზი - ორგანიზმი, ფაქტობრივად, საჭირო საკვები ნივთიერებების დეფიციტს განიცდის.
გემოს შეგრძნების დაკარგვა სავსებით შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების, მაგალითად, პარკინსონის ან ალცჰაიმერის მანიშნებელი სიმპტომიც კი იყოს.
პირის ღრუში მეტალის გემო შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგი ფაქტორების გამო:
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია;
- გაციება, გრიპი;
- ალერგია;
- სინუსური ინფექცია;
- ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები;
- ორსულობა;
- კვებითი ალერგია;
- შუა ყურსა და ყურის მილზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია;
- პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა.
წყარო:
https://www.healthline.com/health/metallic-taste-in-mouth#medications