წელის ტკივილი - თვითმკურნალობის მეთოდები

წელის ტკივილი - თვითმკურნალობის მეთოდები

წელის ტკივილი გავრცელებული დისკომფორტია.

წელის ტკივილი ექიმთან კონსულტაციის, ჰოსპიტალიზირების, ოპერაციული ჩარევისა თუ დროებითი შრომისუუნარობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

მწვავე და ქრონიკული წელის ტკივილი

არსებობს ორი ფორმა მწვავე და ქრონიკული.

მწვავე ტკივილი ჩნდება მყისიერად, მაგალითად, მძიმე ნივთის აწევის, ტრავმის, არასწორ პოზაში ძილის თუ უხერხული მოძრაობის გამო. როგორც წესი, მწვავე წელის ტკივილით გამოწვეული დისკომფორტი გრძელდება რამდენიმე დღიდან
კვირის განმავლობაში, ხოლო ტკივილი ქრონიკულია თუ გაწუხებთ 3 თვეზე დიდხანს.

წელის ტკივილს უფრო ხშირად უჩივიან 30-დან 50 წლამდე ასაკის ზრდასრულები.

გამომწვევი მიზეზი

წელის ტკივილი ყალიბდება არაერთი ფაქტორის შედეგად.

მაგალითად, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  •  დისკის დაზიანება;
  •  იშიასი;
  •  სპინალური სტენოზი;
  •  დაჭიმულობა;
  •  ართრიტი;
  •  ფიბრომიალგია;
  •  სპონდილიტი;
  •  სპონდილოზი;
  •  თირკმლისა და შარდის ბუშტის პრობლემები;
  •  ორსულობა;
  •  ენდომეტრიოზი;
  •  საკვერცხის კისტა და სხვა.

წელის ტკივილის მკურნალობა სახლის პირობებში

სახლის პირობებში მკურნალობა ეფექტურია ტკივილის აღმოცენებიდან პირველი 72 საათის განმავლობაში.

თუ ტკივილი არ გაყუჩდა 72 საათის შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ტკივილის დროს გირჩევთ შეწყვიტოთ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, დაასვენოთ სხეული რამდენიმე დღის განმავლობაში და წელის არეში დაიდოთ ყინული. კუნთების მოსადუნებლად ერთმანეთს შეუნაცვლეთ ყინული და თბილი ქსოვილი.

დაიმახსოვრეთ, პირველი 48 საათის განმავლობაში სასარგებლოა დასვენება, ყინული, კომპრესია.

შეგიძლიათ დალიოთ ტკივილგამაყუჩებელი.

შესაძლოა ზურგზე წოლისას ტკივილი გაგიმძაფრდეთ, შესაბამისად, სასურველია გვერდზე დაწვეთ და მუხლებქვეშ ბალიში განათავსოთ. თუ ზურგზე წოლას მოახერხებთ ისე უნდა მოთავსდეთ, რომ წელზე დატვირთვა არ დაიმატოთ, კომფორტულად გქონდეთ მტკივნეული არე.

სასარგებლოა თბილი აბაზანა და მასაჟი.

წყარო:
https://www.healthline.com/health/low-back-pain-acute