სასარგებლო რჩევა.
ფეხის ფრჩხილის ჩაზრდას ბევრი ადამიანი უჩივის. პათოლოგიური პროცესი, როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, ცერა თითს მოიცავს.
ფეხის ფრჩხილის ჩაზრდა ხშირია დიაბეტის მქონე პირებში, ასევე რისკ-ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებიც ავადობენ ისეთი ტიპის პათოლოგიით, რომელიც ქვედა კიდურებში სისხლის სათანადოდ მიწოდების პროცესს აფერხებს.
გაფრთხილება
თუ ტკივილი მწვავეა ან პროცესი ფეხზე ვრცელდება, ამ დროს აუცილებელია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასოს ექიმმა - მედიკოსი შეარჩევს მკურნალობის კურსს, რომელიც დისკომფორტის შემსუბუქებასა და მდგომარეობის მართვაში დაგეხმარებათ.
დაუშვებელია თვითმკურნალობა თუ შენიშნეთ ძლიერი დისკომფორტი ან სიწითლე, ან ჩირქი თითის არეში.
აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ დიაბეტი გაქვთ ან სხვა ტიპის პათოლოგია, რომლის გამოც დარღვეულია ფეხში სისხლის დინების პროცესი და ამასთან, შენიშნეთ ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, წყლული.
ცხოვრების წესი და მკურნალობა სახლის პირობებში
ფეხის ფრჩხილის ჩაზრდა კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ექვემდებარება სახლში მკურნალობას.
რეკომენდებულია:
- შეშუპების შესამცირებლად ფეხი ჩააწყვეთ თბილ წყალში, დღეში სამჯერ ან ოთხჯერ 15-20 წუთის განმავლობაში;
- ყოველ ჯერზე, ყოველი პროცედურის (თბილ წყალში ფეხის ჩაწყობა) დასრულების შემდეგ ფეხის ფრჩხილის ქვეშ დაიფინეთ ახალი, სუფთა ბამბა;
- აფთიაქში შეიძინეთ ანტიბიოტიკური კრემი. აღნიშნული მალამო წაისვით დაზიანებულ არეზე და თითი შეიხვიეთ;
- შეარჩიეთ კომფორტული ფეხსაცმელი, სიარულის დროს ფეხის თითები თავისუფლად უნდა გქონდეთ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ingrown-toenails/diagnosis-
treatment/drc-20355908