ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნების დღიდან აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებში, კონფერენციებსა და ვორქშოფებში.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის უმთავრესი მიზანი გამოცდილების გაზიარება, ახალი და სანდო პარტნიორების შეძენა, მუდმივ პროგრესზე ზრუნვაა - ამჯერად ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრმა ოფიციალური მოწვევა მიიღო ევროპის სამედიცინო ტურიზმის ასოციაციიდან.
კონფერენციის შესახებ
იტალიის პოპულარული კურორტი აბანო ტერმე რამდენიმე დღის განმავლობაში მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობდა.
ევროპის სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 12 ქვეყნის წამყვანი კლინიკების, სარეაბილიტაციო დაწესებულებების, სამედიცინო ტურიზმის, ტურისტული, სატრანსფერო კომპანიების, თერმული, სამედიცინო სპა ცენტრების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
პანელურ დისკუსიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჩვენი ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე ნეფარიძემ.
ვიზიტი ცნობილ იტალიურ კლინიკაში
ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორთა სია მდიდარია მსოფლიო სამედიცინო სივრცის ლიდერი კლინიკებით და ერთ-ერთია იტალიური კლინიკათა ჯგუფი Gruppo San Donato, რომელიც 60 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს ჯანდაცვის სექტორში.
ვიზიტის ფარგლებში ჩვენი გუნდი Gruppo San Donato-ს საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია. San Raffaele-ს საავადმყოფო 40 წელზე მეტია ზრუნავს პაციენტთა ჯანმრთელობაზე და ამასთან, მომავალ თაობას სამედიცინო
სფეროში გზის გაკვალვაში ეხმარება, კერძოდ, მის ფილიალებში ფუნქციონირებს სამედიცინო და საექთნო სკოლა, უნივერსიტეტი. San Raffaele-ში ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელებისა და კლინიკის დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელმა ვასილ გერგედავამ და კლინიკის წამყვანმა ექიმებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
San Raffaele-ს ორგანიზებით ჩვენი ორგანიზაციისთვის მოეწყო ტური - ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის
ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ევროპული სტანდარტების კლინიკა, გაეცნენ დაწესებულებაში დანერგილი დიაგნოსტირების, მკურნალობის მეთოდებს.
როგორც ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელებმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადეს, იტალიაში ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა, ევროპის სამედიცინო ტურიზმის ორგანიზებული ვორქშოფი ჩინებული შესაძლებლობა აღმოჩნდა იმისთვის, რომ მომხსენებლებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ცოდნა და გამოცდილება, გასცნობოდნენ სამედიცინო ტურიზმში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, დაესახათ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.