ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორი გახდა იტალიური კლინიკათა ქსელი Gruppo Giomi S.P.A.
იგი იტალიის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა, რომელიც პაციენტთა ჯანმრთელობაზე 60 წელზე მეტია ზრუნავს.
Gruppo Giomi S.P.A. შედგება საავადმყოფოებისგან, დიალიზისა და სარეაბილიტაციო ცენტრებისგან, ასევე რამდენიმე დაწესებულებისგან, სადაც ხანდაზმულ ან შრომისუუნარო ადამიანებზე ზრუნავენ.
ორგანიზაციის სათაო ოფისი რომში მდებარეობს და კომპანიაში 3 500-ზე მეტი მედიკოსია დასაქმებული.
კლინიკათა ქსელში სისტემატურად მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები. ცნობისათვის, კლინიკაში ჭიპლარის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობაა შესაძლებელი.
Gruppo Giomi S.P.A. ოპერირებს იტალიისა და გერმანიის რამდენიმე ქალაქში.