8 თვის პაციენტს ღვიძლი წარმატებით გადაუნერგეს

8 თვის პაციენტს ღვიძლი წარმატებით გადაუნერგეს

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ვიზიტი სტამბოლში.

 ჩვენი ორგანიზაცია სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიაში წლებია წარმატებით მოღვაწეობს - ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის დახმარებით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ იმკურნალონ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ კლინიკებში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ექსკლუზიურად დაბალ ფასად.

ჩვენი კომპანია სისტემატურად სტუმრობს პარტნიორ კლინიკებს - ამჯერად ვიზიტი გაიმართა სტამბოლში, აჯიბადემის ჯანდაცვის ჯგუფში.

ინფო-ტურის შესახებ

ინფო-ტურის მთავარი მიზანი იყო საქართველოში მოღვაწე ქირურგები და ონკო-ქირურგები "აჯიბადემში" დანერგილი დიაგნოსტირების, მკურნალობის მეთოდებს გასცნობოდნენ, უცხოელი კოლეგებისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება, ემსჯელათ თანამედროვე მედიცინის გამოწვევებზე, დაესახათ ერთობლივი სამომავლო სამოქმედო გეგმა.

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრმა პარტნიორ კლინიკაში მიიწვია საქართველოში წამყვანი ქირურგები: ლექსო ლაგვილავა, ილია გოცაძე და სოლომონ ქერაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა რამდენიმე ურთულესი ოპერაცია; განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვიძლის ტრანსპლანტაცია - 8 თვის პაციენტის დონორი ახალშობილის დედა იყო. ყველა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტები თავს კარგად გრძნობენ.

რა სიახლეს გთავაზობთ ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი?

როგორც ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის გენერალური დირექტორი ეკატერინე ნეფარიძე ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, "აჯიბადემში"ვიზიტი ნაყოფიერი იყო.

"აჯიბადემის კლინიკა ჩვენი ორგანიზაციის ოქროს პარტნიორი და მსოფლიო ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე სანდო, პრესტიჟული ცენტრია. მემორანდუმის ფარგლებში საშუალება გვაქვს აჯიბადემის კლინიკაში სამკურნალოდ გავგზავნოთ საქართველოს მოქალაქეები, ამასთან, თბილისში კონსულტაციისთვის მოვიწვიოთ კლინიკის ყველაზე ცნობილი ექიმები. ტურიზმის ინდუსტრიაში სულ უფრო პოპულარულ მიმართულებად ყალიბდება სამედიცინო ტურიზმი, რომელიც ახალ და
სწრაფად განვითარებად დარგს წარმოადგენს. ჩვენს ორგანიზაციაში თითოეულ კლინიკურ შემთხვევას საფუძვლიანად სწავლობენ და მხოლოდ ამის შემდგომ ვამისამართებთ პაციენტებს სამედიცინო ცენტრში, შესაბამისი პროფილის ექიმთან. რასაკვირველია, პაციენტისთვის და პაციენტის ოჯახის წევრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფინანსური საკითხია. ჩვენს კომპანიას პარტნიორ კლინიკებთან ექსკლუზიური ჯანმრთელობის პაკეტი აქვს შედგენილი, შესაბამისად, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სამედიცინო ცენტრებში იმკურნალებთ მაქსიმალურად შეღავათიან ფასად. მოგეხსენებათ, ბევრი დაავადება ქრონიკულია, შესაბამისად, საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს - ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის დახმარებით, მკურნალ ექიმთან გექნებათ მუდმივი კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ წარმატებით ვზრუნავთ უცხოელ პაციენტებზეც, საზღვარგარეთ მცხოვრები პაციენტებიც ანალოგიური სერვისით ჩამოდიან საქართველოში
სამკურნალოდ" - განაცხადა ქალბატონმა ეკატერინემ.

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელმა ვასილ გერგედავამ სტამბოლში ვიზიტი დადებითად შეაფასა. "ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანი გამოცდილების გაზიარება, ახალი და სანდო პარტნიორების შეძენა, მუდმივ პროგრესზე ზრუნვაა. ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იმკურნალონ, ამასთან, შეიტყონ მეორე აზრი, ანუ გადაამოწმონ დიაგნოზი თუ მკურნალობის კურსი ყველაზე ცნობილ და სანდო მრავალპროფილურ კლინიკებში. აჯიბადემის კლინიკათა ქსელი გამოირჩევა მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მიდგომებით - მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ
ჩვენი ორგანიზაცია საშუალებას გაძლევთ "აჯიბადემის" წამყვანი ექიმების კონსულტაცია გაიაროთ თბილისში; მემორანდუმის ფარგლებში ამ შემოთავაზებით ისარგებლა არაერთმა პაციენტმა და მომავალში კვლავ გექნებათ შესაძლებლობა ქვეყნიდან გაუსვლელად შეაფასებინოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა "აჯიბადემის" ყველაზე გამოცდილ და წარმატებულ ექიმებს. ამ ტიპის ინფო-ტური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი ექიმები ეცნობიან იმ დარგებსა თუ მეთოდებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ ახლა ვითარდება ან უახლოეს მომავალში დაინერგება. მოგეხსენებათ, საქართველოში ჯერჯერობით არ ხორციელდება ზოგიერთი სამედიცინო ჩარევა, მაგალითად, მცირეწლოვან პაციენტებს არ უტარდებათ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია" - აცხადებს ბატონი ვასილი.

შეგახსენებთ, ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი უზრუნველყოფს მკურნალობისთვის საჭირო ყველა საბუთის მომზადებას.

ვმუშაობთ ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. დაგვიკავშირდით - ყოველთვის ხაზზე ვართ!