თუ ადამიანი ხედავს ისეთ რამეს, რასაც გარშემომყოფები  ვერ ხედავენ

თუ ადამიანი ხედავს ისეთ რამეს, რასაც გარშემომყოფები ვერ ხედავენ

რა არის დელირიუმი?

დელირიუმი მენტალური უნარის სერიოზული აშლილობაა, რომლის გამოც პაციენტი დაბნეულია და ვერ აღიქვამს გარემოს ადეკვატურად.

პათოლოგია სწრაფად ყალიბდება, მაგალითად, რამდენიმე საათში ან დღეში.

დელირიუმი და დემენცია სიმპტომურად ერთმანეთს ჰგავს და სწორედ ამიტომ სწორი დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ოჯახის წევრმა, მეგობარმა თუ მომვლელმა ზუსტად, სრულად აღწეროს ნიშნები.

დარღვევის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • ცუდი მეხსიერება (განსაკუთრებით ბოლოდროინდელი მოვლენების);
  • დიზორიენტაცია;
  •  მეტყველების გაძნელება;
  •  კითხვის ან წერის პრობლემა;
  •  ხედავს ისეთ რამეს, რაც არ არსებობს (ჰალუცინაციები);
  •  მოუსვენრობა;
  •  შენელებული მოძრაობა ან ლეთარგია;
  •  ძილის უნარის დარღვევა;
  •  შფოთვა, შიში ან პარანოია;
  •  დეპრესია;
  •  გაღიზიანება ან სიბრაზე;
  •  აპათია;
  •  ერთ თემაზე ფოკუსირების უნარის დაქვეითება;
  •  ადვილად ეფანტება ყურადღება უმნიშვნელო მოვლენებით და სხვა.

დაავადების შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • დაცემით, წაქცევით განვითარებული ტრავმა;
  •  ინსულტი;
  •  ინფარქტი;
  •  ფილტვის ან ღვიძლის დაავადების გამწვავება;
  •  მეტაბოლური დისბალანსი;
  •  მწვავე, ქრონიკული დაავადებები;
  •  სიცხე და მწვავე ინფექცია (ბავშვებში);
  •  საშარდე გზების ინფექცია, ფილტვების ანთება ან გრიპი (ხანდაზმულებში);
  •  საკვების უკმარისობა;
  •  გაუწყლოება;
  •  ძლიერი ემოციური დისტრესი;
  •  ძილის ნაკლებობა;
  •  ტკივილი;
  •  ქირურგიული ოპერაცია ან სხვა სამედიცინო პროცედურები, რომელიც საჭიროებს ანესთეზიას.

დელირიუმი შესაძლოა ჩამოყალიბდეს ზოგიერთი მედიკამენტის ან ამ მედიკამენტების კომბინაციის გამო:

  •  ტკივილგამაყუჩებელი;
  •  ძილის წამლები;
  •  შფოთვისა და დეპრესიისთვის განკუთვნილი მედიკამენტები;
  •  ალერგიის წამლები;
  •  ასთმის წამლები;
  •  სპაზმისთვის ან კრუნჩხვისთვის განკუთვნილი მედიკამენტები და სხვა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/delirium/symptoms-causes/syc-
20371386