თუ ყურში გოგირდი დაგროვდა და ბუნებრივი გზით არ  ირეცხება

თუ ყურში გოგირდი დაგროვდა და ბუნებრივი გზით არ ირეცხება

გოგირდი იცავს ყურის არხს ჭუჭყისგან და ბაქტერიებისგან.

თუმცა ზოგჯერ გოგირდი ჭარბი რაოდენობით გროვდება ან მასა იმდენად მყარდება, რომ ბუნებრივი გზით მისი გამორეცხვა რთულდება - ამ მდგომარეობას გოგირდის საცობი ეწოდება.

გოგირდის საცობი იწვევს დისკომფორტს და არაერთი სიმპტომით გამოიხატება, მაგალითად, შეიძლება უჩიოდეთ ყურის ტკივილს, ყურებში ხმაურს, თავბრუსხვევას, დაგროვილი მასის ფონზე დაგიქვეითდეთ სმენა და სხვა.

დიაგნოზი და მკურნალობა
სიმპტომებიდან გამომდინარე თუ ეჭვობთ გოგირდის არსებობაზე მიმართეთ ექიმს; ოტო-რინო-ლარინგოლოგი ოტოსკოპის მეშვეობით შეაფასებს თქვენი ყურის მდგომარეობას, დასვამს დიაგნოზს.

საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება გოგირდის გამორეცხვის პროცედურა.

იმ კლინიკურ შემთხვევაში, როდესაც გოგირდის საცობი ხშირად გროვდება, რეკომენდებულია გოგირდის მოსაცილებელი მედიკამენტით მკურნალობა - გაითვალისწინეთ, ამ ტიპის წამლის წვეთებმა შესაძლოა გაგიღიზიანოთ გარეთა სასმენი მილისა და შუა ყურის ღრუს კანი, შესაბამისად, ზუსტად უნდა დაიცვათ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი, დოზები.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/earwax-blockage/diagnosis-
treatment/drc-20353007