დაბალი ჰემოგლობინი - რომელი სიმპტომების შემთხვევაში  უნდა მიმართოთ ექიმს?

დაბალი ჰემოგლობინი - რომელი სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?

რა არის ჰემოგლობინი?

ჰემოგლობინი სისხლში არსებული ცილაა, რომელიც ფილტვებსა და დანარჩენ ორგანიზმს შორის ჟანგბადის ცვლას უზრუნველყოფს.

გაითვალისწინეთ, დაბალი ჰემოგლობინი ყოველთვის დაავადების სიმპტომი არ არის და სავსებით ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს ზოგიერთი ადამიანისთვის; მაგალითად, მენსტრუაციის დროს და ასევე ორსულობისას სისხლში ჰემოგლობინის მაჩვენებელი მცირდება.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გარკვეული დაავადებებისა თუ მდგომარეობების გამო ორგანიზმი გაცილებით ნაკლები დოზის სისხლის წითელ უჯრედებს (ერითროციტები) გამოიმუშავებს.

მაგალითად, შემდეგი მდგომარეობების დროს:

  •  აპლასტიკური ანემია;
  •  ზოგიერთი მედიკამენტი;
  •  თირკმლის ქრონიკული დაავადება;
  •  ციროზი;
  •  ჰოჯკინის ლიმფომა;
  •  ჰიპოთირეოზი;
  •  გაღიზიანებული ნაწლავის დაავადება;
  •  რკინადეფიციტური ანემია;
  •  ვიტამინდეფიციტური ანემია;
  •  რევმატოიდული ართრიტი;
  •  რკინადეფიციტური ანემია;
  •  ტყვიით მოწამვლა და სხვა.

გარკვეული დაავადებებისა და მდგომარეობის გამო ორგანიზმი ერითროციტებს იმაზე უფრო სწრაფად შლის, ვიდრე სხეულს მისი გამომუშავება შეუძლია.

ეს მდგომარეობებია:

  •  გადიდებული ელენთა;
  •  ჰემოლიზი;
  •  თალასემია და სხვა.
  • დაბალი ჰემოგლობინის მიზეზი შესაძლოა იყოს გარკვეული მდგომარეობების ფონზე სისხლის დაკარგვა.

მაგალითად, ეს მდგომარეობებია:

  •  საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლდენა;
  •  მენსტრუაცია;
  •  მენორაგია (ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა) და სხვა.

როდის მივმართოთ ექიმს?
სისხლში ჰემოგლობინის მაჩვენებელი მოწმდება ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე. დაბალი ჰემოგლობინის დიაგნოსტირების შემდეგ გამომწვევი მიზეზის დასადგენად ინიშნება სხვა ანალიზები. მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ დაბალი ჰემოგლობინისთვის დამახასიათებელი

სიმპტომები:

  •  დაღლილობა;
  •  სისუსტე;
  •  ფერმკრთალი კანი და ღრძილები;
  •  სუნთქვის უკმარისობა;
  •  აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/low-hemoglobin/basics/causes/sym-20050760