რა არის დიზართრია?
დიზართრია ყალიბდება მაშინ, როდესაც მეტყველებისთვის საჭირო კუნთები სუსტდება ან ამ კუნთებს ვერ აკონტროლებთ.
პათოლოგიური პროცესის ფონზე მეტყველება იმდენად ბუნდოვანია თანამოსაუბრეს სიტყვების გარჩევა უჭირს.
დიზართრიის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი ნერვული სისტემის აშლილობა და ის მდგომარეობებია, რომელიც სახის დამბლასა თუ ენის კუნთების დასუსტებას იწვევს.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დიზართრია გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტია.
მეტყველების უნარი უმჯობესდება მაშინ, როდესაც დიზართრიის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება, შესაბამისად, მკურნალობა ხდება. თუ მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები წამლითაა გამოწვეული, აუცილებელია სხვა მედიკამენტით ჩანაცვლება.
სიმპტომები
სიმპტომები მრავალფეროვანია, დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
დიზართრია შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:
- ბუნდოვანი მეტყველება;
- ნელი საუბარი;
- პაციენტი ლამის ჩურჩულით საუბრობს (ვერ ახერხებს უფრო ხმამაღლა გამოთქვას სიტყვები) ან ზედმეტად ხმამაღლა ლაპარაკობს;
- სწრაფი საუბარი, რომლის გაგებაც თანამოსაუბრეს უჭირს;
- თითქოს ადამიანი ცხვირში საუბრობს ან ხმა დაჭიმული, დაძაბული გეჩვენებათ;
- მეტყველების არათანაბარი რიტმი;
- არათანაბარი ხმა;
- მონოტონური საუბარი;
- პაციენტს უჭირს ენის ან სახის კუნთების მოძრაობა.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი;
- ტვინის სიმსივნე;
- ტვინის ტრავმა;
- ცერებრალური დამბლა;
- გიენ-ბარეს სინდრომი;
- თავის ტრავმა;
- ლაიმის დაავადება;
- გაფანტული სკლეროზი;
- კუნთის დისტროფია;
- პარკინსონის დაავადება;
- ინსულტი;
- ვილსონის დაავადება და სხვა.
გართულებული შემთხვევა
კომუნიკაციის პრობლემის გამო მნიშვნელოვნად იზრდება დეპრესიის რისკი. დიზართრია გავლენას ახდენს ურთიერთობებზე.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dysarthria/symptoms-
causes/syc-20371994