პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის პროგრესირებადი აშლილობაა.
პათოლოგია არღვევს მოძრაობის ფუნქციას, იწვევს არაერთ სიმპტომს, მაგალითად, კანკალს, შენელებულ მოძრაობას, ბალანსის დარღვევას, მეტყველების ცვლილებას და სხვა.
დაავადება პროგრესირებადია, შესაბამისად, სიმპტომები დროთა განმავლობაში მწვავდება, სამწუხაროდ, ამის ფონზე მნიშვნელოვნად ქვეითდება პაციენტის ცხოვრების ხარისხი.
თანამედროვე მედიცინისთვის პარკინსონის დაავადების განკურნების მეთოდი ჯერჯერობით უცნობია. გარკვეული მედიკამენტებით სიმპტომების შემსუბუქება, დაავადების მართვა შესაძლებელია.
ცხოვრების წესი და პარკინსონის დაავადება
პარკინსონის დაავადების მართვა უნდა ანდოთ მედიკოსს, მკაცრად დაიცვათ მკურნალი ექიმის ყველა რეკომენდაცია.
რასაკვირველია, დანიშნული მკურნალობის კურსთან ერთად გარკვეული მეთოდების შემუშავება, ცხოვრების წესის/რეჟიმის დაცვა ეფექტურია - ყველა ამ საშუალების კომბინაციით დაავადებით გამოხატული სიმპტომების შემსუბუქებას გაცილებით მარტივად შეძლებთ.
კვების რაციონი
გირჩევთ მიირთვათ ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები და ხშირად დალიოთ წყალი - ამ გზით კუჭის შეკრულობისგან დაიცავთ თავს, რაც ძალიან ხშირია პარკინსონით დაავადებულ პირებში.
რაციონში ჩართეთ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავით მდიდარი და მკვებავი ნივთიერებებით, ვიტამინებით, მინერალებით სავსე პროდუქტები.
ფიზიკური აქტივობა
ამ დაავადების დროს აუცილებელია კუნთის გამკვრივება, სხეულის ბალანსის დაცვა, რაც სწორედ ვარჯიშით მიიღწევა.
ფიზიკური აქტივობა გააუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, შეამცირებს დეპრესიისა თუ შფოთვის დონეს. ფიზიოთერაპევტი შეარჩევს თქვენთვის რეკომენდებულ სავარჯიშო პროგრამას.
შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს სეირნობა, ცურვა, მებაღეობა, ცეკვა, წყლის აერობიკა, გაჭიმვები.
მოერიდეთ დაცემას
დაავადების პროგრესირებასთან ერთად, გვიან სტადიაზე პაციენტი შესაძლოა უფრო ადვილად წაიქცეს, გაუჭირდეს წონასწორობის დაცვა, სწორი პოზის შერჩევა.
შეეცადეთ სხეულის წონა ორივე ფეხზე გადაანაწილოთ და მოძრაობის დროს არ დაიჭიროთ ნივთები, არ იაროთ ზედმეტად სწრაფად, ნაბიჯის გადადგმისას იატაკზე ჯერ ქუსლი დადგით მყარად, მოძრაობისას წინ იყურეთ.
პაციენტს პირადი ჰიგიენის დაცვა შესაძლოა გაუჭირდეს და ამიტომ სასურველია თერაპევტმა მომვლელს, დამხმარეს ან თავად პარკინსონის დაავადების მქონე პირს ასწავლოს გარკვეული მეთოდები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/parkinsons-disease/diagnosis-
treatment/drc-20376062