რა არის ლისტერიოზი?
ლისტერიოზი (ასევე ცნობილია ლისტერია ინფექციის სახელწოდებით) ინფექციურ-ტოქსიკური, ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით მწვავე ფორმით მიმდინარეობს ორსულებში, 65 წელს გადაცილებულ პირებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.
დაავადებას იწვევს არასწორად დამუშავებული ხორცი და არაპასტერიზებული რძის პროდუქტები.
პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი იშვიათად ავადდება ლისტერიის ინფექციით, თუმცა ლისტერიოზი სავსებით მოსალოდნელია ფატალურად დასრულდეს იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც პაციენტია ახალშობილი, სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირი ან ნაყოფი.
ინფექციის სამკურნალოდ მოწოდებულია ანტიბიოტიკოთერაპია.
გაითვალისწინეთ, ეს ბაქტერია კარგად უძლებს სიცივეს, ყინვას, შესაბამისად, რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები მაქსიმალურად უნდა მოერიდნონ საეჭვო საკვების მიღებას, პროდუქტს, სადაც ხშირად ფიქსირდება ლისტერიას ბაქტერია.
სიმპტომები
ლისტერიოზის სიმპტომებია:
- სიცხე;
- კანკალი;
- კუნთის ტკივილი;
- გულისრევა;
- დიარეა.
გახსოვდეთ, სიმპტომები შესაძლოა დაბინძურებული საკვების მიღებიდან რამდენიმე დღეში გაჩნდეს ან პირველადი ნიშნები გამოვლინდეს ერთი, ან მეტი თვის შემდეგაც კი.
თუ ინფექციამ შეაღწია (გავრცელდა) ნერვულ სისტემაში, პაციენტს აწუხებს შემდეგი სიმპტომები:
- თავის ტკივილი;
- კისრის გაშეშება;
- დაბნეულობა;
- ბალანსის დაკარგვა;
- კრუნჩხვა.
სიმპტომები ორსულებსა და ახალშობილებში
თუ ქალი ლისტერიოზით ორსულობისას დაავადდა, ინფექცია მიმდინარეობს მსუბუქად. თუმცა დედის ორგანიზმისგან განსხვავებით დაავადება საშიშია ნაყოფისთვის - შესაძლოა ემბრიონი დაიღუპოს ან დაბადებიდან რამდენიმე დღეში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია განუვითარდეს.
ახალშობილებში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- უმადობა;
- გაღიზიანება;
- სიცხე;
- პატარას უჭირს სუნთქვა;
- ღებინება.
გამომწვევი მიზეზი
ლისტერიის ბაქტერია ბინადრობს ნიადაგში, წყალსა და ცხოველების ფეკალიაში.
ადამიანები ინფიცირდებიან შემდეგი ტიპის საკვების თუ სასმელის მიღებით:
- უმი ბოსტნეული, რომელიც მოპოვებულია დაბინძურებული ნიადაგიდან ან მისი მოყვანისას სასუქად გამოიყენეს დაბინძურებული ფეკალია;
- ინფიცირებული ხორცი;
- არაპასტერიზებული რძე ან რძის პროდუქტები;
- გარკვეული დამუშავებული საკვები (მაგალითად, რბილი ყველი, ჰოთ- დოგი, ხორცი), რომელიც ბაქტერიით დაინფიცირდა პროცესირების შემდეგ;
- საშვილოსნოში ნაყოფს ინფექცია გადაეცემა დედისგან.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/listeria-infection/symptoms-causes/syc-
20355269