ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 14 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 71 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 369 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 29 923 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 293 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 34 244 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 792 ადამიანის სიცოცხლე, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 379 და დაიღუპა 36, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 3 925 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 148 გარდაიცვალა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 1 780 და დაიღუპა 63 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 528 ადამიანი და დაიღუპა 37.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: