რა სიმპტომებით ვლინდება ართრიტი?

რა სიმპტომებით ვლინდება ართრიტი?

რა არის ართრიტი?

ართრიტი ერთი ან მეტი სახსრის ანთება, შეშუპებაა.

დაავადების მთავარი სიმპტომი სახსრების ტკივილი და გახევებაა - სიმპტომები მწვავდება ასაკის მატებასთან ერთად.

ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმები ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტია.

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ართრიტის ტიპზე. მკურნალობის ძირითადი მიზანი სიმპტომების შემსუბუქება და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

ძირითადად, ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  •  ტკივილი;
  •  გაშეშება, გახევება;
  •  შეშუპება;
  •  სიწითლე;
  •  შეზღუდული მოძრაობა.

ართრიტის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:

  •  ოჯახური ანამნეზი;
  •  ასაკი (ხშირია ხანდაზმულებში);
  •  წარსულში სახსარზე მიღებული ტრავმა;
  •  სიმსუქნე.

გართულებული კლინიკური შემთხვევა

მწვავე მიმდინარეობის დროს და განსაკუთრებით მაშინ თუ ართრიტი აზიანებს ხელებს, პაციენტს უჭირს ყოველდღიური საქმიანობის შესრულება. თუ დაავადებამ მოიცვა სახსარი, რომელსაც სხეულის წონა აწვება, პაციენტს გაუჭირდება თავისუფლად გადაადგილება ან დაჯდომა. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ართრიტის გამო დეფორმირებული ხდება სახსრები.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/arthritis/symptoms-causes/syc-
20350772