ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 13 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 76 498 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 702 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 33 243 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 183 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 36 804 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 228 ადამიანის სიცოცხლე, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 310 და დაიღუპა 67, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 3 768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 164 გარდაიცვალა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 842 და დაიღუპა 38 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 531 ადამიანი და დაიღუპა 21.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: