გასწავლით მაღალი წნევის დამწევ ეფექტურ საშუალებას

გასწავლით მაღალი წნევის დამწევ ეფექტურ საშუალებას

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) სერიოზული და საყურადღებო სამედიცინო მდგომარეობაა.

მედიკოსები პათოლოგიას ხშირად უწოდებენ „ჩუმ მკვლელს“, რადგან როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პაციენტმა არც კი იცის მაღალი წნევის მატარებელი რომ არის

თუ სიმპტომებით ვლინდება, ადამიანი უჩივის: თავის ტკივილს, ცხვირიდან სისხლდენას, არარეგულარულ გულის რიტმს, მხედველობის გაუარესებას, ყურებში ხმაურს. ზოგჯერ პაციენტი გრძნობს დაღლილობას, შფოთავს, გული ერევა, აღენიშნება ტკივილი გულმკერდში.

ცნობისათვის, არტერიული წნევა ძალაა, რომლის მეშვეობითაც სისხლი სისხლძარღვებს ეჯახება. წარმოიდგინეთ, როცა ეს ენერგია მეტისმეტად დიდია, როგორი დატვირთვით უწევს გულს მუშაობა და რა დოზით ზიანდება სისხლძარღვი.

მაღალი წნევა სახუმარო თემა არაა და აუცილებელია კარდიოლოგის კონსულტაცია, რომელიც შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით ინდივიდუალური მკურნალობის კურსს დანიშნავს.

თუმცა მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობით სრულყოფილ შედეგს ვერ მიაღწევთ! რეკომენდებულია ცხოვრების წესის ცვლილება. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრება არტერიული წნევის კონტროლის საშუალებას გაძლევთ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომელიც მაღალი არტერიული წნევის დაქვეითებაში დაგეხმარებათ:

  • წონის მატებასთან ერთად სისხლის წნევაც ხშირად იზრდება. როგორც წესი, ჭარბი წონის გამო ადამიანს ძილის დროს სუნთქვა უჭირს, რაც თავის მხრივ წნევის ციფრებზე აისახება. ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი წონის კლებაა. თუ მსუქანი ან ჭარბწონიანი ხართ, რამდენიმე კილოგრამის დაკლებაც კი თქვენს წნევას შვებას მოგვრის;    
  • ეფექტურია რეგულარული, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, მაგალითად, ნახევარი საათით სეირნობა. სასარგებლოა აერობიკაც;
  • ჰიპერტენზიის განვითარებას ხშირად ხელს უწყობს არაჯანსაღი კვების რაციონი. გირჩევთ, რომ ხშირად მიირთვათ მთლიანი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული და დაბალი ცხიმიანობის რძის პროდუქტები;  
  • მაქსიმალურად შეამცირეთ მარილის დოზა;
  • აკონტროლეთ ალკოჰოლის რაოდენობა;
  • უარი უნდა თქვათ თამბაქოზე. როგორც კი სიგარეტს თავს დაანებებთ, არტერიული წნევა ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდება;
  • სამედიცინო საზოგადოებაში დღემდე მიმდინარეობს კამათი იმასთან დაკავშირებით ახდენს თუ არა კოფეინი გავლენას არტერიულ წნევაზე. რადგან ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია, დაბეჯითებით იმის თქმა, რომ კოფეინის შემცველი სასმელი ჰიპერტენზიას იწვევს, შეუძლებელია. კოფეინიანი სასმელის მიღებამდე 30 წუთით ადრე წნევა გაიზომეთ და დააკვირდით. თუ არტერიული წნევის მაჩვენებელი მოიმატებს, შესაძლოა, კოფეინის მიმართ მგრძნობელობა გქონდეთ და სასურველია ამ ტიპის სასმელი არ მიიღოთ. აუცილებელია საქმის კურსში ჩააყენოთ კარდიოლოგი;
  • გახსოვდეთ, რომ ქრონიკული სტრესის ფონზე სავსებით შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერტენზია. სწორედ ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე;
  • რეგულარულად გაიზომეთ წნევა და პროფილაქტიკისთვის მიმართეთ კარდიოლოგს.  

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/high-blood-pressure/in-depth/high-blood-pressure/art-20046974