რა არის ჰემოლიტური (ჰემოლიზური) ანემია?
ჰემოლიტური, ჰემოლიზური ანემია არის დარღვევა, რომლის დროსაც ერითროციტები (სისხლის წითელი უჯრედები) იმაზე უფრო სწრაფად ნადგურდება, იშლება, ვიდრე ფორმირება შეუძლია.
ჰემოლიტური ანემიის 2 ძირითადი ტიპი არსებობს: მემკვიდრეობითი და შეძენილი.
ერითროციტები ძვლის ტვინში ყალიბდება, ხოლო ძველი ან დეფექტის მქონე სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური ტემპით დაშლის პროცესს ჰემოლიზი ეწოდება. თუმცა როდესაც ორგანიზმი შეცდომით, რეკომენდებულზე მეტი რაოდენობის სისხლის წითელ უჯრედებს შლის, ვითარდება ჰემოლიტური ანემია.
გენეტიკური სისხლისმიერი დაავადებების გამო მნიშვნელოვნად იზრდება ამ ტიპის ანემიის განვითარების რისკი.
სიმპტომები
მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- მუქი ფერის შარდი;
- დაღლილობა;
- თავბრუსხვევა;
- აჩქარებული გულისცემა;
- ფერმკრთალი კანი;
- თავის ტკივილი;
- სიყვითლე;
- ღვიძლის ან ელენთის გადიდება.
- გართულებული შემთხვევა
მწვავე კლინიკურ შემთხვევებში ჰემოლიტური ანემია შესაძლოა გადაიზარდოს შემდეგ პრობლემებში:
- კანკალი;
- სიცხე;
- ზურგისა და მუცლის ტკივილი;
- შოკი.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/324469#hemolytic-anemia