ყელში ბურთის შეგრძნება - მკურნალობის მეთოდი

ყელში ბურთის შეგრძნება - მკურნალობის მეთოდი

როდის მივმართოთ ექიმს?

ყელში ბურთის შეგრძნება, ყელში გაჩხერილი ბურთი გავრცელებული ჩივილია და თითქმის ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია.

ამ მდგომარეობის დროს გაქვთ განცდა თითქოს ყელში რაღაც გიჭერთ, სუნთქვა გიჭირთ. გაწუხებთ შეგრძნება, რომ ყელში ბურთია, ყელში რაღაცაა გაჭედილი, თითქოს საკვები ვერ ჩაყლაპეთ და სხვა.

თუმცა რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკური გასინჯვის დროს, ექიმი ყელში საგანს, ნივთს ვერ პოულობს, ანუ განპირობებულია ფსიქოლოგიური ფაქტორით; კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ვლინდება სტრესის, ნევროზის ფონზე.

თუმცა მხოლოდ ფსიქოლოგიური, ემოციური განწყობა არ არის გამომწვევი მიზეზი და სავსებით შესაძლებელია ამ შეგრძნებას იწვევდეს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი.

ყელში ბურთის შეგრძნების მიზეზი შესაძლოა იყოს გვიან ღამით დიდი რაოდენობით საკვების მიღება ან ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში (რაც თავისთავად დაუშვებელია) ჭამა; სწორედ აქედან მოდის საზოგადოებაში გავრცელებული ფრაზა საკვები გულზე დამადგაო.

როდის არის საჭირო ექიმის კონსულტაცია?

შესაძლოა არასდროს დაგჭირდეთ ექიმი და მდგომარეობა თავისით, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ალაგდეს.

თუმცა თუ ამ შეგრძნებით ქრონიკულად იტანჯებით აუცილებელია მიმართოთ ექიმს, დაადგინოთ გამომწვევი მიზეზი.

რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ შემთხვევით გადაგეყლაპათ ნივთი, საგანი, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.

მკურნალობა

თუ საქმე ეხება ქრონიკულად მიმდინარე შეგრძნებას, როგორც უკვე მოგახსენეთ, გამოსაკვლევია გამომწვევი მიზეზი. მაგალითად, თუ ყელში ბურთს გრძნობთ ფიზიკური პრობლემის გამო, ინიშნება ის მეთოდები, რომელიც უშუალოდ ამ გამომწვევი დაავადებისთვისაა მოწოდებული.

თუ ფსიქოლოგიური ფაქტორითაა განპირობებული ინიშნება ის კურსი, რომელიც დისკომფორტს შეამცირებს. ამ კლინიკურ შემთხვევებში აუცილებელია რიგი მეთოდების შემუშავება, რომლის მთავარი მიზანიც შფოთვის, სტრესის, გაღიზიანების დონის შემცირებაა.

წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/320245#treatment