ყურებში ხმაური (ტინიტუსი) გავრცელებული დისკომფორტია.
ტინიტუსის დროს პაციენტს ყურებში ესმის ხმაური, აქვს რეკვის, წკრიალის, ჩხარუნის შეგრძნება.
ყურებში ხმაური არ არის დაავადება, არამედ ჯანმრთელობის პრობლემის სიმპტომია.
ტინიტუსს შესაძლოა იწვევდეს ასაკობრივი სმენის დაქვეითება, ყურის ტრავმა, სისხლის მიმოქცევის სისტემური დარღვევა, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება და სხვა.
ხმაური ყურებში შემაწუხებელია, იწვევს სერიოზულ დისკომფორტს - ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ტინიტუსი იმდენად ძლიერია, გარემოში რეალურად არსებულ ხმასაც კი ჩრდილავს.
ცხოვრების წესი და თვითმკურნალობა
ხშირად, ტინიტუსის სრული განკურნება ვერ ხერხდება, თუმცა მკურნალობის კურსით, ცხოვრების წესის ცვლილებით, მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.
რეკომენდებულია:
- ისარგებლეთ ყურის დამცავი საშუალებით (ნივთი, რომელიც შეამცირებს ხმაურის დონეს);
- დაუწიეთ ხმას (ყურსასმენში მუსიკის მოსმენისას, ტელევიზორის ყურებისას და სხვა);
- ყურში ხმაური ჩაახშეთ ერთგვარი თეთრი ხმაურით. ყურებში ხმაური განსაკუთრებით მძაფრდება ისეთ გარემოში ყოფნისას, სადაც სიჩუმეა;
- შეზღუდეთ ალკოჰოლი, კოფეინი და ნიკოტინი;
- ივარჯიშეთ. ფიზიკური აქტივობით უკეთ შეძლებთ სტრესის მართვას, მშვიდად დაიძინებთ, განწყობაც გაგიუმჯობესდებათ. ცნობილია, რომ ყურებში ხმაურის გამწვავების ხშირი მიზეზი სტრესი, შფოთვა, დეპრესიაა. რეგულარული ვარჯიშით უმჯობესდება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი ყურის ჭარბი რაოდენობით გოგირდით დახშობაა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/tinnitus/diagnosis-treatment/drc-
20350162