ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 12 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 85 679 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 262 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 40 849 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 672 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 37 276 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 237 ადამიანის სიცოცხლე, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 567 და დაიღუპა 41, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 3 719 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 172 გარდაიცვალა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 1 880 და დაიღუპა 111 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 388 ადამიანი და დაიღუპა 29.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: