პრევენციის მეთოდები.
თავის ტკივილი ერთ-ერთი გავრცელებული ჩივილია. თუ ეს დისკომფორტი რამდენიმე დღის განმავლობაში გაწუხებთ, სავსებით შესაძლებელია ქრონიკული, ყოველდღიური თავის ტკივილი გქონდეთ.
რას ნიშნავს დიაგნოზი ქრონიკული, ყოველდღიური თავის ტკივილი? ეს არის ტკივილი, რომელიც ვლინდება 15 დღის განმავლობაში და რომელიც არ ალაგდა 3 თვის შემდეგაც კი.
ქრონიკული თავის ტკივილის უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ამ ტიპის ტკივილის ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება დეპრესიის, შფოთვის, უძილობისა და სხვა ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური პრობლემების განვითარების რისკი.
პრევენცია
გარკვეული მეთოდებით ტკივილის ხარისხის შემსუბუქებაა შესაძლებელი.
გირჩევთ:
- კარგად შეისწავლეთ გამომწვევი მიზეზი, ანუ დააკვირდით თუ რა მიზეზით ჩნდება თავის ტკივილი, შესაბამისად, მომავალში
- შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ამ გამღიზიანებელს;
- თავის ტკივილის დროს პირველი ტკივილგამაყუჩებელი გვახსენდება, თუმცა ხანგრძლივად მედიკამენტების მოხმარება მავნებელია. გაითვალისწინეთ, თუ კვირაში ორჯერ ან მეტჯერ გჭირდებათ ტკივილგამაყუჩებელი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ წამალს ხშირად სვამთ, სავსებით შესაძლებელია თავის ტკივილი უფრო მწვავე ფორმით და მეტი სიხშირით გამოვლინდეს;
- ხშირად თავის ტკივილის მიზეზი უძილობაა. აუცილებელია ღამით რეკომენდებული დროით, მშვიდად გეძინოთ. სასარგებლოა თუ გამოიმუშავებთ რეჟიმს - ერთსა და იმავე დროს დაიძინეთ და გაიღვიძეთ;
- მოგეხსენებათ, დღის განმავლობაში ჯანსაღი პროდუქტებით, მცირე ულუფებით და ხშირად უნდა იკვებოთ. მაგალითად, თუ გამოტოვებთ საუზმეს ან პირიქით არ ისადილებთ და მხოლოდ ივახშმებთ (ანუ დაარღვევთ ნორმალური კვების რიტმს), შესაძლოა თავის ტკივილმა შეგაწუხოთ. სასურველია ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიირთვათ. მოერიდეთ სასმელს და საკვებს, რომელიც კოფეინს შეიცავს;
- თუ ჭარბწონიანი ხართ უნდა დაიკლოთ ზედმეტი წონა;
- ივარჯიშეთ რეგულარულად;
- შეძლებისდაგვარად შეამცირეთ სტრესი;
- შეზღუდეთ კოფეინი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chronic-daily-
headaches/symptoms-causes/syc-20370891