რა არის გაფანტული სკლეროზი?
გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომლის დროსაც სავსებით შესაძლებელია ნერვების ფუნქცია მუდმივად დაზიანდეს.
დაავადებისას იმუნური სისტემა ებრძვის, თავს ესხმის ნერვული ბოჭკოს დამცავ გარსს (სამედიცინო ენაზე ეწოდება მიელინი), შესაბამისად, ვლინდება კომუნიკაციის პრობლემა ტვინსა და დანარჩენ ორგანიზმს შორის.
სამწუხაროდ, გაფანტული სკლეროზის მწვავე ფორმის დროს ზოგიერთი პაციენტი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ზოგჯერ პათოლოგია ვლინდება რემისიის ხანგრძლივი პერიოდით.
როგორც წესი, დაავადების პირველი სიმპტომები ჩნდება 20-დან 40 წლამდე ასაკში.
სტატისტიკის თანახმად, გაფანტული სკლეროზით მამაკაცებთან შედარებით ქალები უფრო ხშირად ავადობენ.
დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მკურნალობის ძირითადი მიზანი დაავადების პროგრესირების შენელება და სიმპტომების მართვაა.
ცხოვრების წესი და სიმპტომების მართვა სახლის პირობებში
გარკვეული მეთოდებით გაფანტული სკლეროზის ნიშნებისა და სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია.
გირჩევთ:
- კარგად დაისვენეთ, მოდუნდით. ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი დარღვევის მკურნალობაა საჭირო;
- მსუბუქი, საშუალო სიმძიმის შემთხვევაში რეკომენდებულია რეგულარულად ივარჯიშოთ. ფიზიკური აქტივობით გაიძლიერებთ,
- გაიმკვრივებთ კუნთებს, გაიუმჯობესებთ ბალანსისა და კოორდინაციის უნარს. განსაკუთრებით სასარგებლოა ცურვა. ასევე ეფექტურია სეირნობა, გაჭიმვები, დაბალი ინტენსივობის/დატვირთვის აერობიკა, იოგა, ველოსიპედი (სატრენაჟორო);
- შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეთ ორგანიზმის სიგრილე, რადგან ზოგჯერ სიმპტომების გამწვავების მიზეზი სწორედ სხეულის ტემპერატურის მომატებაა;
- ყურადღება მიაქციეთ კვებას - მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სასარგებლოა D ვიტამინით მდიდარი პროდუქტები;
- ისწავლეთ სტრესის მართვა. სტრესის გამო მწვავდება სიმპტომები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/multiple-sclerosis/diagnosis-
treatment/drc-20350274