რა ტიპის გართულებებს იწვევს ქრონიკული ხველა?
როდის დასტურდება დიაგნოზი? თუ ზრდასრული პაციენტი ახველებს 8 კვირის და მეტი დროის განმავლობაში ან ბავშვს ხველამ არ გაუარა 4 კვირის შემდეგაც კი, სახეზეა ქრონიკული ხველა.
თუ იშვიათად ახველებთ საგანგაშო არაფერია, თუმცა ქრონიკული ხველის შემთხვევაში თვითმკურნალობა დაუშვებელია და აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
კლინიკაში შესაბამისი დიაგნოსტირების საფუძველზე დაადგენენ გამომწვევ მიზეზს და დაგინიშნავენ მკურნალობის კურსს - ადეკვატური მკურნალობის შემდეგ პაციენტი ქრონიკული ხველისგან იკურნება. როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, ხანგრძლივი დროით ხველას ერთზე მეტი მიზეზი იწვევს; ქრონიკული ხველის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: ასთმა, სხვადასხვა ტიპის ინფექცია, ფილტვის
ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, არტერიული წნევის მონიტორინგისთვის განკუთვნილი მედიკამენტები და სხვა.
ქრონიკული ხველის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი თამბაქოა.
ქრონიკული ხველა იწვევს არაერთ პრობლემას, მაგალითად, სავსებით შესაძლებელია განვითარდეს:
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- თავის ტკივილი;
- ღებინება;
- თავბრუსხვევა;
- ჭარბი ოფლიანობა;
- პაციენტმა დაკარგოს შარდის ბუშტზე კონტროლი (შარდის შეუკავებლობა);
- ნეკნის მოტეხილობა;
- გულის წასვლა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chronic-cough/symptoms-causes/syc-
20351575