ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია!
ვირუსისგან მხოლოდ სამედიცინო ნიღაბი, პირბადე ვერ დაგვიცავს და პარალელურად აუცილებელია ხელის ჰიგიენაზე ზრუნვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას საინტერესო რეკომენდაციას აძლევს.
როდის უნდა ვისარგებლოთ პირბადით?
სამედიცინო ნიღაბი უნდა მოირგოთ თუ გახველებთ, ტემპერატურა, სურდო გაქვთ, გაცემინებთ, სუნთქვა გიჭირთ. ეს სიმპტომები საყურადღებოა და დროულ, ადეკვატურ მკურნალობას საჭიროებს.
თუ ეს სიმპტომები არ გაწუხებთ, პირბადის გამოყენება საჭირო არაა.
თუმცა თუ ჯანმრთელი ხართ და გაციებისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ გაქვთ, მაგრამ უვლით ადამიანს, რომელიც შესაძლოა კორონავირუსით იყოს ინფიცირებული, უნდა გამოიყენოთ პირბადე.
სამედიცინო ნიღბის სწორად გამოყენების წესი:
- ვიდრე ნიღაბს შეეხებით, ხელები საპნით ან სპირტის ბაზაზე დამზადებული ანტიბაქტერიული სითხით დაიბანეთ (ანტისეპტიკური საშუალებით დაიმუშავეთ);
- სუფთა თითებით შეეხეთ მხოლოდ პირბადის კიდეს;
- პირბადე უნდა ფარავდეს ცხვირს, პირსა და ნიკაპს; სახეზე მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული;
- სახეზე მორგების შემდეგ აღარ შეეხოთ პირბადეს;
- როდესაც ნიღაბი დასველდება ან დაისვრება, შეცვალეთ;
- მოხსნისას შეეხეთ მხოლოდ რეზინს ან სხვა სახის შესაკრავს;
- ერთჯერადი პირბადის ხელახლა გამოყენება არ შეიძლება;
- დაიბანეთ ხელები და ძველი ახალი ნიღბით შეცვალეთ;
წყარო: