ვირუსული გასტროენტერიტი - შვებულება კუჭის გრიპმა  რომ არ გაგიფუჭოთ

ვირუსული გასტროენტერიტი - შვებულება კუჭის გრიპმა რომ არ გაგიფუჭოთ

ვირუსულ გასტროენტერიტს კუჭის გრიპსაც უწოდებენ.

ნაწლავების ინფექციის ჩამოყალიბების მიზეზი დაბინძურებული საკვებისა და სასმელის მიღება, ინფიცირებულ პირთან კონტაქტია.

პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს ვირუსული გასტროენტერიტი ყოველგვარი გართულების გარეშე გადააქვს, თუმცა ინფექცია შედარებით რთული ფორმით მიმდინარეობს ჩვილებში, ხანდაზმულებსა და სუსტი იმუნიტეტის (დაქვეითებული იმუნური სისტემა) მქონე პირებში.

ვირუსული გასტროენტერიტის დროს ვლინდება: წყლიანი, უსისხლო დიარეა, მუცლის კრუნჩხვა/სპაზმი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება, კუნთების ან თავის ტკივილი, დაბალი სიცხე.

როგორც წესი, სიმპტომები გრძელდება ერთიდან 3 დღემდე, თუმცა იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში ინფექცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაშიც.

პრევენცია

ვირუსული გასტროენტერიტის პრევენციისთვის რეკომენდებულია:

  •  ზრდასრულმაც და ბავშვმაც ხელები საპნით უნდა დაიბანონ. უკეთესია თბილი წყალი - ხელებს უნდა იბანდეთ მინიმუმ 20 წამის განმავლობაში;
  •  პირადი ჰიგიენის ნივთები სხვას არ ათხოვოთ. ასევე არ მიირთვათ საკვები, არ მიიღოთ სითხე საერთო ჭურჭლიდან. სააბაზანოშიც საკუთარი პირსახოცით ისარგებლეთ;
  •  შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოთ (დაიცვათ დისტანცია) ვირუსის მქონე პირს;
  •  ჩაატარეთ მყარი ზედაპირების დეზინფექცია. თუ ოჯახის წევრს ან ნებისმიერ პირს, რომელიც თქვენთან ერთად სახლში ცხოვრობს, ვირუსული გასტროენტერიტი აქვს, აუცილებელია ოთახები სველი წესით დაალაგოთ - დეზინფექცია უნდა ჩაუტაროთ ისეთ მყარ ზედაპირებს როგორიცაა ონკანი, მაგიდა, კარის სახელური და სხვა;
  •  განსაკუთრებით იზრუნეთ პატარა ადამიანის კუჭ-ნაწლავის სისტემაზე. გადაამოწმეთ ცენტრს (ორგანიზაციას), რომელსაც უნდა ესტუმროთ, აქვს თუ არა ბავშვებისთვის განკუთვნილი ოთახი, სადაც შეძლებთ შვილსუსაფრთხო გარემოში მოუმზადოთ საკვები და გამოუცვალოთ საფენი.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/viral-gastroenteritis/symptoms-
causes/syc-20378847