სასარგებლო რჩევა.
როდესაც საქმე ქორწინებას ეხება ბედნიერებისა თუ ჰარმონიის შექმნის კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ცხადია - სასურველია შეძლებისდაგვარად კარგი ურთიერთობა გვქონდეს პარტნიორის მშობლებთან, ოჯახის წევრებთან.
ბედნიერი ქორწინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ურთიერთპატივისცემაა.
სავარაუდოდ, მკითხველთა უმეტესობა დაგვეთანხმება, რომ უკეთესია მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრება, თუმცა რიგი მიზეზების გამო ზოგიერთი დაქორწინებული წყვილისთვის ეს ფუფუნებაა.
რასაკვირველია, ჯანსაღი ურთიერთობის სურვილი ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს და მხოლოდ ცალმხრივი ძალისხმევა არაფრისმომცემია.
გარკვეული მეთოდები შესაძლოა დაგეხმაროთ:
- იყავით ზრდილობიანი, თავაზიანი;
- არ დაგავიწყდეთ მადლობის თქმა თუ თქვენთვის დღის გალამაზებას შეეცადა;
- დედამთილთან კარგი ურთიერთობის მიუხედავად არ გადაკვეთოთ საზღვარი და მის ვაჟზე ცუდად არ ისაუბროთ. ის დედაა და დედობრივი ინსტიქტი აუცილებლად გაიღვიძებს. თუ პარტნიორთან პრობლემა გაქვთ მასთან უნდა გაარკვიოთ და არა მშობლებთან;
- არ დაიშუროთ კომპლიმენტები - ეს თითქმის ყველა დედამთილს ახარებს. გემრიელი კერძი მოგიმზადათ? აუცილებლად შეახსენეთ თუ როგორი ჩინებული მზარეულია;
- თუ რჩევა გჭირდებათ, არ მოგერიდოთ და სთხოვეთ დახმარება. შეიძლება მართლაც დაგეხმაროთ მისი გამოცდილება და ამასთან, დედამთილს ეცოდინება, რომ მის რჩევას პატივს სცემთ;
- დედამთილი სახლს ალაგებს ან ოჯახისთვის რამეს გეგმავს? თავაზიანობის ნიშნად ჰკითხეთ ხომ არ სჭირდება დახმარება;
- მაშინაც კი თუ მასთან ურთიერთობას ვერ იტანთ, არ მოგწონთ, შეძლებისდაგვარად თავი შეიკავეთ. აუცილებელი არაა საუკეთესო მეგობრები იყოთ, თუმცა არც ის არის ნორმალური თქვენი პარტნიორის დედასთან მტრული დამოკიდებულება გქონდეთ;
- სადილი ერთად მოამზადეთ;
- თითქმის ყველა დედას უყვარს იმ პერიოდის გახსენება, როდესაც შვილები პატარები იყვნენ. დღეს თქვენი მეუღლე ზრდასრული კაცია, თუმცა წლების წინ დამოუკიდებლად სიარულს ვერ ახერხებდა - სთხოვეთ დედამთილს გაიხსენოს თუ როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები თქვენმა პარტნიორმა, რა სიტყვა თქვა პირველად, რომელი არდადეგები იყო გამორჩეული და სხვა სასიამოვნო დეტალი;
- რა არის თქვენი დედამთილის ჰობი? იქნებ მებაღეობა მოსწონს ან იოგითაა დაკავებული. მონაწილეობა მიიღეთ მის საყვარელ საქმიანობაში - დედამთილიც კმაყოფილი დარჩება, თქვენც გამხიარულდებით.
წყარო:
https://www.bridestory.com/blog/10-ways-to-build-a-great-relationship-with-your-mother-
in-law
https://www.brides.com/story/ideas-bond-mother-in-law