ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შარდის ფერი იცვლება.
ნორმაში ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდი, რომელსაც აქვს მკრთალი ყვითელი
ან ქარვისფერი შეფერილობა.
შარდის ფერი შესაძლოა შეიცვალოს კვების რაციონის (მაგალითად, თუ მიირთმევთ ჭარხალს, კენკრას, ლობიოს და სხვა), ზოგიერთი მედიკამენტის გამო; ფერის ცვლილების მიზეზი სავსებით შესაძლებელია იყოს ის, რომ დღის განმავლობაში რეკომენდებული დოზით წყალს არ სვამთ. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შარდის ფერის ცვლილებით ორგანიზმი ჯანმრთელობის პრობლემაზე მიგანიშნებთ.
რატომ გამოიყოფა ორგანიზმიდან მუქი ფერის შარდი?
ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
- დეჰიდრატაცია (გაუწყლოება);
- ზოგიერთი საკვები, სასმელი და მედიკამენტი;
- ჰემოლიტური ანემია (მუქი ფერის შარდს თან ახლავს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები);
- საშარდე გზების ინფექცია (მუქი ფერის შარდს თან ახლავს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები);
- C ჰეპატიტი (მუქი ფერის შარდს თან ახლავს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები).