როცა ძვალი იღუნება და იბზარება

როცა ძვალი იღუნება და იბზარება

ამ ტიპის მოტეხილობა ხშირია 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ცნობილია გლუვი ტოტის მოტეხილობის, მწვანე ჯოხის/ტოტის მოტეხილობის სახელწოდებით; საუბარია კლინიკურ შემთხვევებზე, როდესაც ძვალი ნაწილებად კი არ ტყდება, არამედ იღუნება და იბზარება.

მწვანე ტოტის მოტეხილობა ხშირია 10 წლამდე ასაკის პაციენტებში, რადგან ზრდასრულებთან შედარებით პატარა ადამიანების ძვალი გაცილებით რბილი და დრეკადია.

მსუბუქი მოტეხილობის დროსაც კი რეკომენდებულია თაბაშირის დადება, დაზიანებული არეს იმობილიზაცია.

სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია მოტეხილობის სიმძიმეზე. მსუბუქი დაზიანება პაციენტებს ხშირად ეშლებათ დაჭიმულობასა თუ დაჟეჟილობაში. მწვავე კლინიკურ შემთხვევაში მწვანე ტოტის მოტეხილობისას ადამიანი უჩივის ტკივილს, შეშუპებას, ამასთან, კიდურიც დეფორმირებულია.

აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს თუ ბავშვი ქრონიკულად უჩივის ტკივილს დაზიანებულ კიდურში.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, პატარა გადაიყვანეთ კლინიკაში თუ ბავშვს გამოუვლინდა შემდეგი ნიშნები:

  •  ვერ დგება დაზიანებულ ფეხზე;
  •  აქვს ძლიერი ტკივილი;
  •  კიდური დეფორმირებულია;
  •  შესამჩნევია შეშუპება.

ბავშვთა ასაკში მოტეხილობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი დაცემაა. როგორც წესი, ბავშვთა შემთხვევებში ხშირია ხელის მოტეხილობა, რადგან დაცემისას პატარა ადამიანი თავდაცვის მიზნით, ინსტიქტურად ხელს წინ იშვერს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/greenstick-fractures/symptoms-
causes/syc-20351962