თუ დარდობთ წარსულზე, გაღიზიანებული ხართ, დაკარგეთ  ინტერესი ყოველდღიური საქმის მიმართ

თუ დარდობთ წარსულზე, გაღიზიანებული ხართ, დაკარგეთ ინტერესი ყოველდღიური საქმის მიმართ

რა არის დისთიმია?

დისთიმია დეპრესიის ქრონიკული ფორმაა. ამ ტიპის დეპრესიის გამო პაციენტი კარგავს ინტერესს ცხოვრების ნორმალური, ყოველდღიური აქტივობების მიმართ, თავს გრძნობს უიმედოდ, უქვეითდება პროდუქტიულობის დონე, აქვს
დაბალი თვითშეფასება და უჩივის არასრულფასოვნების შეგრძნებას. ეს სიმპტომები წლობით გრძელდება და სერიოზულ გავლენას ახდენს პაციენტის როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებზე.

დისთიმიის მქონე პირი მხიარულ გარემოში ყოფნის დროსაც კი ვერ ახერხებს განწყობის გაუმჯობესებას.

ვინაიდან დისთიმია ქრონიკულია, აუცილებელია პაციენტმა ისწავლოს სიმპტომების მართვა - სასარგებლოა ფსიქოთერაპია და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებით მკურნალობა.

ამ ფორმის დეპრესიის სიმპტომებია:

  •  პაციენტი კარგავს ინტერესს ყოველდღიური საქმიანობის მიმართ;
  •  მოწყენილობა, შინაგანი სიცარიელე;
  •  უიმედობა;
  •  დაღლილობა, უენერგიობა;
  •  დაბალი თვითშეფასება, თვითკრიტიკა;
  •  პაციენტს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, საქმეზე კონცენტრირება;
  •  გაღიზიანება ან მოჭარბებული სიბრაზე;
  •  ერიდებით სოციალურ აქტივობებს;
  •  დანაშაულის შეგრძნება და წარსულზე დარდი;
  •  უმადობა ან პირიქით, დიდი რაოდენობით საკვების მიღების მოთხოვნილება;
  •  ძილთან დაკავშირებული პრობლემები.

დისთიმიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხელშემწყობი ფაქტორებია:

  •  ბიოქიმიური მიზეზები;
  •  გენეტიკა;
  •  გადატანილი ცხოვრებისეული ტრავმა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/persistent-depressive-
disorder/symptoms-causes/syc-20350929