რა არის პერიმენოპაუზა?
პერიმენოპაუზა არის ერთგვარი ასაკი მენოპაუზის გარშემო, ანუ დრო, როდესაც ორგანიზმი ემზადება კლიმაქსის დადგომისთვის, შესაბამისად, წყდება რეპროდუქციული ასაკის ეტაპი.
ქალის ცხოვრებაში პერიმენოპაუზა სხვადასხვა ასაკში დგება; ზოგიერთი ქალი სიმპტომებს ამჩნევს 40 წლის ასაკიდან, თუმცა ზოგიერთი ქალის შემთხვევაში ეს ნიშნები ვლინდება 35 წლიდან.
მკურნალობის კურსით სიმპტომების შემსუბუქებაა შესაძლებელი. თუ ქალს 12 თვის განმავლობაში აღარ ჰქონია მენსტრუაცია ეს იმას ნიშნავს, რომ
პერიმენოპაუზის ეტაპი დასრულდა და მენოპაუზა (კლიმაქსი) დადგა.
პერიმენოპაუზის სიმპტომებია:
• არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;
• ალები და ძილის პრობლემები;
• ხასიათის ცვლილება;
• ვაგინალური და შარდის ბუშტის პრობლემები;
• დაქვეითებულია ნაყოფიერების, შვილოსნობის უნარი;
• ძვლის მასის განლევა;
• ქოლესტერინის დონის ცვლილება.
ქალის ცხოვრებაში მენოპაუზა ნორმალური ფაზაა. თუმცა სხვებთან შედარებით ზოგიერთი ქალის ორგანიზმში ეს ეტაპი სავსებით შესაძლებელია გაცილებით ადრე დადგეს.
ზოგიერთი გინეკოლოგის აზრით, გარკვეული ფაქტორების გამო პერიმენოპაუზის სიმპტომები გაცილებით ახალგაზრდა ასაკში ჩნდება, კერძოდ, ეს რისკ-ფაქტორებია:
- თამბაქო;
- ადრეული მენოპაუზის ოჯახური ანამნეზი;
- ჰისტერექტომია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/perimenopause/symptoms-
causes/syc-20354666