გაზაფხული ალერგიული გამწვავების სეზონია.
გაზაფხულის ალერგია შესაძლოა გამოვლინდეს რესპირატორული სიმპტომებით, მაგალითად, ცემინებით, ხველებით, სურდოთი, სუნთქვის გაძნელებით. ზოგჯერ ხასიათდება ჭინჭრის ციებით, თვალების სიწითლითა და ქავილით.
როგორ განვასხვავოთ ალერგია გაციებისგან?
გაციების ან ინფექციის დროს სხვა სიმპტომებიც ვლინდება, მაგალითად, პაციენტი უჩივის: სიცივეს, კანკალს, ტემპერატურას, საერთო სისუსტეს, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს. როგორც წესი, ყველა ეს სიმპტომი და მასთან დაკავშირებული დისკომფორტი მოულოდნელად აღმოცენდება და ადეკვატური მკურნალობის ფონზე რამდენიმე დღეში ქრება.
როგორ გავუმკლავდეთ ალერგიას?
რასაკვირველია, აუცილებელია ალერგოლოგის კონსულტაცია. სიმპტომებს კარგად უმკლავდება ანტიჰისტამინები. სპეციალისტმა შესაძლოა დანიშნოს ცხვირის სტეროიდული სპრეი. ალერგიის სიმპტომების მართვისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს იმუნოთერაპია.
ყურადღება მიაქციეთ რაციონსაც; მაგალითად, სეზონური ალერგიის სიმპტომების გამწვავების მიზეზი სავსებით შესაძლებელია იყოს შაქარი და რძის პროდუქტები. რეკომენდებულია დღის განმავლობაში დალიოთ ერთი ან ორი ჭიქა მწვანე ჩაი, რომელიც ბუნებრივ ანტიჰისტამინს წარმოადგენს.
ალერგიულმა ადამიანმა სასურველია, რომ ავეჯის რბილი ქსოვილი ტყავით შეცვალოს, ძილის წინ შხაპი ყოველთვის მიიღოს, თვალები ცივი წყლით დაიბანოს, ოთახი დილით ძალიან ადრე ან გვიან გაანიავოს.
სასურველია სახლის ე.წ. სველი წესით დამუშავება.
არ გირჩევთ ქარიან ამინდში სეირნობას, ასევე მოერიდეთ იმ ადგილებში ყოფნას, სადაც ბევრი მწერია.
უმჯობესია, შეიმოსოთ ბამბის ქსოვილის ტანისამოსით და ოთახში, სადაც დიდ დროს ატარებთ, ზომიერი კლიმატური პირობები შეინარჩუნოთ.
წყარო: