ფსევდომემბრანული კოლიტი - დაავადება, რომელიც ყალიბდება ანტიბიოტიკების მიღების გამო

ფსევდომემბრანული კოლიტი - დაავადება, რომელიც ყალიბდება ანტიბიოტიკების მიღების გამო

რა არის ფსევდომემბრანული კოლიტი?

ფსევდომემბრანული კოლიტი ასევე ცნობილია ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული კოლიტის სახელწოდებითაც. ეს არის მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც ასოცირებულია ბაქტერიის (სახელწოდებით Clostridioides difficile) ზედმეტ ზრდასთან. Clostridioides difficile-ს ზრდის, გამრავლების მიზეზი ხშირად ანტიბიოტიკებით მკურნალობაა. ინფექციით ხშირად ავადობენ 65 წელს გადაცილებული პირები.

ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომებია:

  •  თხიერი, წყლიანი დიარეა;
  •  მუცლის ტკივილი, სპაზმი;
  •  სიცხე;
  •  ჩირქი ან ლორწო განავალში;
  •  გულისრევა;
  •  დეჰიდრატაცია.

ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომები შესაძლოა გაჩნდეს ანტიბიოტიკების მიღებიდან ერთ ან ორ დღეში, ან ანტიბიოტიკოთერაპიით მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ ამჟამად მკურნალობთ ანტიბიოტიკებით ან ბოლო პერიოდში სვამდით ანტიბიოტიკს და გამოგივლინდათ დიარეა, მიმართეთ ექიმს, მაშინაც კი თუ დიარეა მსუბუქია.

მნიშვნელობა არ აქვს გამომწვევ მიზეზს, სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას თუ გაქვთ ძლიერი დიარეა, რომელსაც თან ერთვის სიცხე, მუცლის მტკივნეული სპაზმი ან შენიშნეთ განავალში სისხლი, ან ჩირქი. მსხვილ ნაწლავში, ჩვეულებრივ, ბევრი ბაქტერია ცხოვრობს, თუმცა ამ ბუნებრივ და ჯანსაღ ბალანსს არღვევს ანტიბიოტიკი თუ სხვა მედიკამენტი.

დაუშვებელია ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება - ანტიბიოტიკებით მკურნალობის რეკომენდაცია უნდა მოგცეთ მხოლოდ ექიმმა, შესაბამის ლაბორატორიულ ანალიზზე დაყრდნობით. არ შეცვალოთ მკურნალობის კურსი თვითნებურად - ანტიბიოტიკი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულებით, საჭირო დროსა და საჭირო რაოდენობით.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pseudomembranous-
colitis/symptoms-causes/syc-20351434