რა უნდა იცოდეთ მოცურავის ქავილზე?
ეს არის გამონაყარი, რომელიც იწვევს ქავილს და რომელიც აღმოცენდება ტბაში ან გუბეში ცურვის დროს, ზოგჯერ ჩნდება მარილიან წყალში ცურვის ფონზეც.
ქავილი და გამონაყარი ორგანიზმის ალერგიული რეაქციაა იმ პარაზიტის მიმართ, რომელიც თბილ წყალში ბუდობს. მოცურავის ქავილი იწვევს დისკომფორტს, თუმცა რამდენიმე დღეში ქრება.
თუ ერთხელ მაინც შეგიმჩნევიათ მსგავსი ტიპის ალერგიული რეაქცია, ალერგოლოგი დაგინიშნავთ შესაბამის მედიკამენტს მომავალში მოცურავის ქავილის პრევენციისთვის.
მოცურავის ქავილის დროს, ალერგიული რეაქციის გამო, ჩნდება მოწითალო მუწუკები ან სითხით სავსე ერთგვარი ბუშტუკები, ბებერები. სიმპტომები ჩნდება დაინფიცირებულ წყალში ცურვიდან რამდენიმე წუთში ან დღეში.
როგორც წესი, გამონაყარი ვლინდება სხეულის იმ ადგილზე, რომელიც სამოსით არაა დაფარული.
მოცურავის ქავილი არ წარმოადგენს საშიშ მდგომარეობას და ძალიან იშვიათად ახასიათებს გართულება. ვინაიდან გამონაყარი იწვევს ქავილს მაღალია გაკაწვრის რისკი და სასურველია მუწუკი ქავილით არ გააღიზიანოთ, არ შეიჭრათ ინფექცია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/swimmers-itch/symptoms-
causes/syc-20355043