სასარგებლო რჩევა.
ოფლიანობას და სხეულის სუნს საოფლე ჯირკვლები (ეკრინული და აპოკრინული) იწვევს.
ოფლდენა ხშირია ჰაერის მაღალი ტემპერატურის, ნერვიულობის, ვარჯიშის, შფოთვის, სტრესის გამო.
ოფლიანობისგან, სხეულის უსიამოვნო სუნისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა
პირადი ჰიგიენისა თუ ცხოვრების სტილის ცვლილების ფონზე მდგომარეობა
მარტივად უმჯობესდება.
თვითმკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც საქმე ნორმალურ ოფლიანობას (ნორმალური დოზით ოფლის გამოყოფა) ეხება. გარკვეული მეთოდების მეშვეობით, ნაკლებად გაოფლიანდებით და სხეულის უსიამოვნო სუნიც აღარ შეგაწუხებთ.
რეკომენდებულია:
- შხაპი მიიღეთ ყოველდღე;
- დაბანისას გამოიყენეთ ანტიბაქტერიული საპონი;
- უპირატესობა მიანიჭეთ ბამბის, აბრეშუმის ქსოვილს. უნდა ჩაიცვათ ის სამოსი, რომელშიც კანი თავისუფლად სუნთქვას შეძლებს და ფიზიკურ აქტივობაში ხელი არ შეგეშლებათ;
- ძლიერი ოფლიანობის მიზეზი ხშირად სტრესია, შესაბამისად, დაკავდით ისეთი საქმიანობით, რომელიც რელაქსაციაში დაგეხმარებათ (მაგალითად, იოგა);
- ჭარბი ოფლიანობის და სხეულის სპეციფიკური სუნის მიზეზი შესაძლოა იყოს კოფეინის შემცველი სასმელი ან ცხარე, ძლიერი სუნის მქონე საკვები. სწორედ ამიტომ რაციონიდან უნდა ამოიღოთ ამ ტიპის სასმელი და საკვები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sweating-and-body-
odor/diagnosis-treatment/drc-20353898