წარმოგიდგენთ 11 აპრილის სტატისტიკას.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 89 657 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 892 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 39 561 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 4 352 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 43 491 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 256 ადამიანის სიცოცხლე, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 302 და დაიღუპა 39, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 3 569 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 164 გარდაიცვალა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 1 183 და დაიღუპა 48 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 551 ადამიანი და დაიღუპა 33.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო