თირკმლის კისტა

თირკმლის კისტა

რა არის თირკმლის კისტა?

კისტა სითხით სავსე მრგვალი წარმონაქმნია, რომელიც თირკმელში ფორმირდება.

კისტა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სერიოზულ დარღვევასთან, რომლის გამოც ქვეითდება თირკმლის ფუნქცია. თუმცა კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ყალიბდება არასიმსივნური ხასიათის კისტა, რომელიც იშვიათად იწვევს გართულებებს.

თირკმლის კისტის ჩამოყალიბების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

როგორც წესი, მარტივი, ერთეული კისტების დიაგნოსტირება ხდება სრულიად შემთხვევით, სხვა მდგომარეობის შეფასებისას ჩატარებული გამოკვლევისას.

იმ ტიპის კისტა, რომელიც არ იწვევს სიმპტომებსა და ნიშნებს, მკურნალობას არ საჭიროებს. ქირურგიული ჩარევა საჭიროა იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც თირკმლის კისტა დიდი ზომისაა, აწვება მეზობელ ორგანოებს, არსებობს სისხლდენისა თუ გასკდომის საშიშროება.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მარტივი, ერთეული კისტა არ იწვევს დისკომფორტს, თუმცა ზომაში ზრდის შემთხვევაში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  •  ყრუ ტკივილი ზურგის ან გვერდების არეში;
  •  სიცხე;
  •  ტკივილი მუცლის ზედა არეში.

მარტივი, ერთეული კისტები ყალიბდება ნებისმიერ ასაკში, თუმცა რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ თირკმლის კისტით ქალებთან შედარებით მამაკაცები უფრო ხშირად ავადობენ.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/kidney-cysts/symptoms-
causes/syc-20374134