არის თუ არა საშიში ობობის ნაკბენი?
ჩვეულებრივ, ობობის ნაკბენი უვნებელია.
ხშირად ადამიანს ჰგონია, რომ ობობამ უკბინა და ამ დროს სხვა მწერის ნაკბენი აქვს ან სულაც კანის ინფექციაში ეშლება.
სინამდვილეში ობობის მხოლოდ რამდენიმე ჯიში ბინადრობს, რომლის შხამიც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვნებს.
ობობის ნაკბენმა შესაძლოა გამოიწვიოს სიწითლე, ტკივილი და შეშუპება ან სავსებით შესაძლებელია ვერც კი შეამჩნიოთ რომ ობობამ გიკბინათ.
სიმპტომები
ობობის ნაკბენი ჰგავს სხვა მწერის ნაკბენს, მაგალითად, გავრცელებული სიმპტომებია სიწითლე, ქავილი, მტკივნეული ამობურცულობა, რომელიც შესაძლოა ვერც შენიშნოთ. უვნებელი ობობის ნაკბენი არ იწვევს სხვა
სიმპტომებს.
შავი ქვრივი (ობობა), ნაკბენი და სიმპტომები:
- ნაკბენის გარშემო ტკივილი და შეშუპება, რომელიც ვრცელდება მუცლის, ზურგის ან გულმკერდის არეში;
- მუცლის ძლიერი სპაზმი, კრუნჩხვა, რომელიც ხშირად ერევათ აპენდიციტში;
- ოფლიანობა, გულისრევა ან კანკალი.
ყავისფერი ობობა (ყავისფერი განდეგილი ობობა), ნაკბენი, სიმპტომები
ტკივილი კბენიდან 8 საათის განმავლობაში ძლიერდება. შესაძლოა ამავდროულად გქონდეთ სიცხე, გაკანკალებდეთ და მთლიანი სხეული გტკიოდეთ. ზოგჯერ ნაკბენის ცენტრში მდებარე კანი იძენს მუქ ლურჯ ან იისფერ შეფერილობას, ხოლო შემდეგ ყალიბდება ღია წყლული.
როდის მივმართოთ ექიმს?
სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:
- ზუსტად არ იცით ობობა შხამიანი იყო თუ არა;
- ობობის ნაკბენის შემდეგ უჩივით ძლიერ ტკივილს, გაქვთ მუცლის კრუნჩხვა ან ნაკბენ არეზე წყლულის ზომა იზრდება;
- გაქვთ სუნთქვის პრობლემები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/spider-bites/symptoms-causes/syc-
20352371