ოფლიანობისგან და სხეულის უსიამოვნო სუნისგან არავინაა დაზღვეული.
ოფლდენა და სუნი განსაკუთრებით ხშირია მაშინ, როდესაც ადამიანი ვარჯიშობს, იმყოფება გარემოში, სადაც მაღალი ტემპერატურაა, ნერვიულობს, შფოთავს ან სტრესშია.
გაითვალისწინეთ, რომ ჭარბი ოფლიანობა ან პირიქით, როდესაც გარემო პირობების მიუხედავად თქვენი სხეულიდან მცირე რაოდენობის ოფლი გამოიყოფა, საყურადღებოა. სხეულის სუნის ცვლილებაც სავსებით შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემის ნიშანი იყოს.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, როდესაც საქმე ეხება ნორმალურ ოფლიანობასა და სპეციფიკურ უსიამოვნო სუნს, ცხოვრების წესის ცვლილება და თვითმკურნალობა ეფექტურია.
მოგეხსენებათ, თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია, შესაბამისად, თუ ერთი პიროვნება მეტად ოფლიანობს მეორეს შესაძლოა ეს პრობლემა სულაც არ აწუხებდეს, იგივე შედეგი გვაქვს სხეულის სუნთან დაკავშირებითაც. თუმცა არსებობს გარკვეული სიმპტომები, რომელიც საყურადღებოა და ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი:
- სრულიად მოულოდნელად გაცილებით მეტად ან პირიქით ნაკლებად ოფლიანობთ;
- ოფლიანობის გამო დარღვეულია თქვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი;
- გაწუხებთ ოფლიანობა ღამით და მას ვერაფერს უკავშირებთ;
- შენიშნეთ გარკვეული ცვლილება სხეულის სუნთან დაკავშირებით.
გამომწვევი მიზეზი
ოფლიანობა და სხეულის სუნი გამოწვეულია საოფლე ჯირკვლების მიერ. ორგანიზმი შედგება ორი მთავარი ტიპის საოფლე ჯირკვლისგან: ეკრინული და აპოკრინული.
ეკრინული ჯირკვლები გვხვდება სხეულის თითქმის ყველა არეზე და პირდაპირ კანის ზედაპირზე იხსნება/იშლება. როდესაც სხეულის ტემპერატურა იზრდება სწორედ ეს ჯირკვლები გამოყოფს სითხეს ორგანიზმის გასაგრილებლად.
აპოკრინული ჯირკვლები, ძირითადად, სხეულის იმ არეშია მოფენილი, სადაც თმა გაქვთ. როცა ადამიანი სტრესშია აპოკრინული ჯირკვლებიდან რძისებრი სითხე გამოიყოფა. ეს სითხე თავდაპირველად უსუნოა, თუმცა როგორც კი კანზე მდებარე ბაქტერიას შეერევა, სუნს იძენს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sweating-and-body-
odor/symptoms-causes/syc-20353895