რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ამ ბოსტნეულს დღესვე  შეიძენთ

რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ამ ბოსტნეულს დღესვე შეიძენთ

რატომ არის სასარგებლო მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული?

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით, მინიმალური დოზით შეიცავს შაქარსა თუ ცხიმს. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული აძლიერებს იმუნიტეტს.

ბუნებრივი მინერალების მეშვეობით, ეს გემრიელი საკვები ანელებს დაბერებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების პროგრესირების პროცესს, გიცავთ გულის დაავადებებისგან, მაღალი არტერიული წნევისგან.

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული ბუნებრივი გზით აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

რეკომენდებულია წონის კლებისთვის.

როცა მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს მიირთმევთ ორგანიზმს აწვდით
ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ისეთ ვიტამინებს როგორიცაა: A, B1, B2, B3,
B5, B6, C, E, K ვიტამინები.

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული მდიდარია შემდეგი მინერალებით: რკინა, მაგნიუმი, კალიუმი, თუთია, კალციუმი, ფოსფორი.

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული განსაკუთრებით სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რადგან შეიცავს საკვებ ბოჭკოს, ანუ უჯრედისს, ორგანიზმის ერთგვარ გამწმენდ ბუნებრივ საშუალებას. ბოჭკო ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს, აუმჯობესებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას, გიცავთ შეკრულობისგან და ბუასილისგან.

მწვანე ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, შესაბამისად, გაუწყლოებისგან გიცავთ - რეკომენდებულია როგორც კანის, ისე თმის სტრუქტურისთვის.

წყარო:
https://pharmeasy.in/blog/health-benefits-of-green-leafy-vegetables/