გაითვალისწინეთ ეს მარტივი მეთოდები და ზურგის  ტკივილი აღარ შეგაწუხებთ

გაითვალისწინეთ ეს მარტივი მეთოდები და ზურგის ტკივილი აღარ შეგაწუხებთ

გაწუხებთ ზურგის ტკივილი?

ზურგის ტკივილი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია და როგორც წესი, ეს არის ჩივილი, რომლის გამოც ყველაზე ხშირად მიმართავენ ექიმს. ზურგის ტკივილის შედეგად სავსებით შესაძლებელია დაქვეითდეს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ტემპი და მოგიწიოთ სამსახურის გაცდენაც კი.

უმეტესად, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სახლის პირობებში ჩატარებული თვითმკურნალობის ფონზე დისკომფორტი დროთა განმავლობაში უმჯობესდება. თუმცა თუ ტკივილი რამდენიმე დღეში არ ალაგდა აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან ერთი შეხედვით გავრცელებული ჩივილი სავსებით შესაძლებელია სერიოზული დაავადების მანიშნებელი იყოს.

რეკომენდებულია:

  •  ბევრ ადამიანს უყვარს ზურგზე წოლა. ძილის დროს ბალიში მუხლქვეშ დაიდეთ და ამ გზით ხერხემალზე ზეწოლას შეამცირებთ;
  •  სასარგებლოა რეგულარული ვარჯიში (აერობიკა, სეირნობა, ცურვა - ფიზიკური აქტივობა, რომელიც არ ზრდის ზურგის დაჭიმულობის რისკს);
  •  მიირთვით კალციუმითა და D ვიტამინით მდიდარი პროდუქტები (რძე, იოგურტი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თევზი, კვერცხი, ყველი, საქონლის ღვიძლი და სხვა);
  •  ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი;
  •  სკამს კარგი საზურგე უნდა ჰქონდეს. ოფისში დასაქმებულებს ვურჩევთ ბალიში ზურგსუკან მოათავსონ და ხშირად შეიცვალონ პოზა;
  •  დიდხანს ჯდომა არ არის კარგი, ხშირად გაიარეთ თუნდაც მცირე მანძილი;
  •  დაიკელით ზედმეტი წონა;
  •  უარი თქვით თამბაქოზე;
  •  მოერიდეთ ისეთ მოძრაობას, რომელიც ტვირთავს ზურგს და იწვევს ტკივილს;
  •  წელში არ მოიხაროთ, აკონტროლეთ სხეულის პოზა როგორც დგომის, ისე ჯდომის დროს;
  •  არ არის რეკომენდებული მძიმე ნივთის აწევა.

წყარო:
https://www.healthline.com/health/lower-back-pain-when-sitting