როგორ უნდა მოიქცეთ მსუბუქი დამწვრობის დროს?

როგორ უნდა მოიქცეთ მსუბუქი დამწვრობის დროს?

მკურნალობა სახლის პირობებში.

მსუბუქი დამწვრობა ეფექტურად ექვემდებარება თვითმკურნალობას.cგაითვალისწინეთ, სტატიაში წარმოდგენილი რეკომენდაციები დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი, ფაქტობრივად, უმნიშვნელო დამწვრობის შემთხვევებში და სხვა ტიპის დაზიანების დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

გირჩევთ:

  • გაიგრილეთ კანის დამწვარი არე. დამწვარი მონაკვეთი მიუშვირეთ გრილ (და არა ყინულიან, ცივს) გამდინარე წყალს ან ტკივილის შემსუბუქების მიზნით, დაიდეთ სველი, გრილი, სუფთა ნაჭერი. არ გამოიყენოთ ყინული;
  • ვიდრე დამწვრობით დაზიანებული მონაკვეთი შეშუპდება, მოიხსენით ბეჭედი თუ სხვა ნივთი, რომელიც კანზეა მჭიდროდ მიკრული;
  • სავსებით შესაძლებელია გაჩნდეს ბებერები, ერთგვარი ბუშტუკოვანი მუწუკი და დაუშვებელია მისი ხელოვნურად გასკდომა, გაღიზიანება. გახსოვდეთ, ეს სითხით სავსე ბებერა ინფექციისგან გიცავთ. თუ თვითნებურად მაინც გასკდა, გარშემო კანი წყლით მოასუფთავეთ. მიაკითხეთ აფთიაქს და აჩვენეთ ბებერების მდგომარეობა - საჭიროების შემთხვევაში აფთიაქში შეგირჩევენ შესაბამის მალამოს. გაითვალისწინეთ, აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ მალამოს მოხმარება თუ გამოვლინდა გამონაყარი;
  • როცა დამწვრობა სრულად გაგრილდება ნაზად წაისვით ლოსიონი. ეფექტურია ლოსიონი, რომელიც შეიცავს ალოე ვერას ან აქვს დამატენიანებელი თვისება;
  • დამწვარი კანი შეიხვიეთ სუფთა, სტერილური ქსოვილით (არ დაიდოთ ბამბა). ამასთან, ეს ქსოვილი არ უნდა ეკვროდეს დამწვარ არეს, თავისუფლად მოუშვით, კანი უნდა სუნთქავდეს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/burns/diagnosis-treatment/drc-
20370545