თუ წინა თვეში მენსტრუაცია არ გქონდათ

თუ წინა თვეში მენსტრუაცია არ გქონდათ

ამენორეა არის მდგომარეობა, როდესაც ქალს რეპროდუქციულ ასაკში მენსტრუაცია არ აქვს.

გინეკოლოგი ამ დიაგნოზს სვამს მაშინ თუ ქალს ციკლი არ ჰქონია მინიმუმ სამჯერ ან მოზარდმა გოგონამ მიაღწია 15 წელს და პირველი მენსტრუაცია ჯერ არ დასწყებია.

მოგეხსენებათ, მენსტრუაციის დროებით შეწყვეტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ორსულობაა, თუმცა სხვა გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ცხოვრების წესის ცვლილება, რეპროდუქციულ ორგანოებთან თუ ჰორმონების მარეგულირებელ ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემები.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ამენორეა არ არის დაავადება და სრულებით არ ნიშნავს ქალის უნაყოფობას, თუმცა ამ გზით სხეული ორგანიზმში მიმდინარე გარკვეულ პრობლემაზე მიგანიშნებთ.

პირველადი ამენორეა

ამ ტიპის ამენორეა ყალიბდება ოჯახური ანამნეზის ფონზე, ანუ გენეტიკურ პრობლემად მიიჩნევა. გარკვეული გენეტიკური მდგომარეობების გამო ქალის ორგანიზმში მენსტრუაცია არარეგულარულია.

მეორეული ამენორეა

ამ ტიპის ამენორეა ვითარდება შემდეგი მიზეზების გამო:

  •  გინეკოლოგიური დარღვევა;
  •  ფიზიკური სტრესი;
  •  სხეულის მასის ძალიან დაბალი ინდექსი;
  •  სხვა დაავადება.

მენსტრუაციის შეწყვეტის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  •  წონის კლება;
  •  ძლიერი ინტენსივობის ვარჯიში;
  •  სტრესი;
  •  ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  •  პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი;
  •  საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა;
  •  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა.

დიაგნოზი

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, ამენორეა არ არის დაავადება და სიმპტომია, შესაბამისად, მენსტრუაციის დარღვევის გამომწვევი მიზეზის დადგენაა საჭირო. თუ პირს 16 წლის ასაკისთვის პირველი ციკლი ჯერ არ ჰქონია, ექიმი შეისწავლის ოჯახურ ისტორიას და გარკვეული ჰორმონების გამოკვლევას ჩათვლის საჭიროდ.

ხოლო მეორეული ამენორეას შემთხვევაში გინეკოლოგს აინტერესებს შემდეგი საკითხები:

  •  პირველად რა ასაკში დაგეწყოთ ციკლი;
  •  გაქვთ თუ არა ინტიმური კავშირი;
  •  შეიძლება თუ არა იყოთ ორსულად;
  •  ხომ არ დაიკელით ან მოიმატეთ წონა;
  •  როგორია თქვენი ფიზიკური აქტივობის დონე, რა ტიპის სავარჯიშო რეჟიმი გაქვთ;
  •  რეგულარული მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა (ანუ რამდენი დღის განმავლობაში გრძელდება და რა ინტერვალით);
  •  მენსტრუალური სისხლდენა ძლიერია, მსუბუქი თუ საშუალო.

ამ მონაცემების შეგროვების შემდეგ, საჭიროებისამებრ, ინიშნება კვლევები. თუ რეპროდუქციულ ასაკში ბრძანდებით და რეგულარული მენსტრუალური პერიოდი შეწყდა 3 ან მეტი თვის განმავლობაში ან არარეგულარული ციკლის დროსაც კი მენსტრუაცია არ გქონიათ 6 თვის განმავლობაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

შეგახსენებთ, მენსტრუაციის შეწყვეტის ბუნებრივი მიზეზებია: ორსულობა, ძუძუთი კვება, მენოპაუზა (კლიმაქსი).

 

წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/215776#symptoms