ამ სიმპტომების შესახებ ყველა კაცმა უნდა იცოდეს

ამ სიმპტომების შესახებ ყველა კაცმა უნდა იცოდეს

რა არის ეპიდიდიმიტი?

ეპიდიდიმიტი ეპიდიდიმისის (სათესლე ჯირკვლის დანართი) ანთებაა. ეპიდიდიმისი ინახავს და ატარებს სპერმას.

ეს დაავადება ნებისმიერი ასაკის მამაკაცს შეიძლება განუვითარდეს. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბების მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები გონორეა ან ქლამიდია. ზოგჯერ სავსებით შესაძლებელია თანდართული იყოს სათესლის ანთება.

ეპიდიდიმიტის სიმპტომებია:

  •  სათესლე პარკის შეშუპება, სიწითლე ან სითბო/სიმხურვალე;
  •  სათესლე ჯირკვლის ტკივილი, როგორც წესი, ერთ მხარეს;
  •  ტკივილი შარდვის დროს ან მოშარდვის ხშირი სურვილი;
  •  პენისიდან გამონადენი;
  •  ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ქვედა არეში;
  •  სისხლი სპერმაში;
  •  სიცხე (იშვიათად).

ქრონიკული ეპიდიდიმიტი
პათოლოგია ქრონიკულია თუ დაავადება 6 კვირაზე მეტხანს გრძელდება ან ხელახლა ჩნდება. ზოგჯერ ქრონიკული ეპიდიდიმიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ეპიდიდიმიტის გამომწვევი მიზეზებია:

  •  გონორეა და ქლამიდია;
  •  სხვა ტიპის ბაქტერია თუ ვირუსული ინფექცია;
  •  შარდი ეპიდიდიმისის არეში;
  •  ტრავმა საზარდულის არეში;
  •  ტუბერკულოზი.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/epididymitis/symptoms-
causes/syc-20363853