რა არის აკუსტიკური ნეირომა?
აკუსტიკური ნეირომა კეთილთვისებიანი და ჩვეულებრივ, ნელა მზარდი სიმსივნეა, რომელიც ყალიბდება შიდა ყურიდან ტვინამდე არსებულ მთავარ ნერვში. ამ ნერვის ტოტები გავლენას ახდენს ბალანსისა და სმენის უნარებზე.
აკუსტიკური ნეირომის მკურნალობისთვის აუცილებელია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი - ონკოლოგი ნიშნავს სხივურ თერაპიას და ქირურგიულ ოპერაციას.
სიმპტომები
შესაძლოა წლებიც კი გახდეს საჭირო იმისთვის, რომ პაციენტმა გარკვეული სიმპტომები შენიშნოს, ანუ ნიშნები ჩამოყალიბდეს - სწორედ ამიტომ არაა გამორიცხული სიმპტომატიკა გამოგეპაროთ. ეს იმიტომ ხდება, რომ სიმსივნე გავლენას ახდენს სმენისა და ბალანსის ნერვებზე.
სიმსივნით გამოწვეული წნევა შესაძლოა აზიანებდეს სახის კუნთებსა და მგრძნობელობას, ახლოსმდებარე სისხლძარღვებს ან ტვინის სტრუქტურას.
დაავადების პროგრესირებასთან, სიმსივნის ზრდასთან ერთად უფრო თვალშისაცემი ხდება სიმპტომატიკა.
ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:
- სმენის დაკარგვა (ჩვეულებრივ, სმენა რამდენიმე თვის თუ წლის განმავლობაში უარესდება. ძალიან იშვიათ კლინიკურ შემთხვევაში პაციენტი მოულოდნელად კარგავს სმენას. როგორც წესი, ადამიანი სმენის დაკარგვას უჩივის ცალ ყურში, თუმცა მწვავე ფორმის დროს სმენის უნარი ქრება ორივე მხარეს);
- დაზიანებულ ყურში ხმაური;
- ბალანსის დაკარგვა;
- თავბრუსხვევა;
- სახის დაბუჟება და სისუსტე ან კუნთის მოძრაობის უნარის დაკარგვა.
ძალიან იშვიათ შემთხვევაში აკუსტიკური ნეირომა იმდენად დიდი ზომისაა, რომ ტვინის ღეროს აწვება და შესაბამისად, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/acoustic-neuroma/symptoms-
causes/syc-20356127