ფარისებრი ჯირკვლის კიბო ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებში ყალიბდება.
ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა, რადგან გამოიმუშავებს იმ ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებს გულისცემას, სისხლის წნევას, სხეულის ტემპერატურას, წონას.
სიმსივნე თავდაპირველად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა დაავადებისპროგრესირებასთან, კიბოს ზრდასთან ერთად პაციენტი ხშირად უჩივის ტკივილსა და შებერილობას ყელის არეში.
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების უმეტესობა მკურნალობის კურსს ექვემდებარება, დაავადების განკურნება შესაძლებელია.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სიმპტომებია:
- ფარისებრი ჯირკვლის საპროექციო არეში კანქვეშ გამკვრივებული უბანიან კვანძი, რომელიც შეიგრძნობა ხელით გასინჯვისას;
- ხმის ცვლილება;
- ყლაპვის გაძნელება;
- კისრისა და ყელის ტკივილი;
- შეშუპებული ლიმფური კვანძები კისრის არეში.
საყურადღებო რისკ-ფაქტორებია:
- სქესი (ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი უფრო ხშირად ქალბატონები ავადობენ);
- დიდი დოზით რადიაციის ზემოქმედება თავისა და კისრის არეში;
- ზოგიერთი მემკვიდრული გენეტიკური სინდრომი.
- ონკოლოგები ერთმანეთისგან განასხვავებენ სხვადასხვა ფორმას.
ფარისებრი ჯირკვლის კიბო სხვადასხვა ტიპისაა, კერძოდ:
- პაპილარული კიბო;
- ფოლიკულური კიბო;
- მედულარული კიბო;
- ანაპლასტიკური კიბო;
- ლიმფომა (ძალიან იშვიათი ფორმა).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/thyroid-cancer/symptoms-
causes/syc-20354161