5 აპრილი - კორონავირუსით ინფიცირების 80 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა 24 საათში

5 აპრილი - კორონავირუსით ინფიცირების 80 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა 24 საათში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველდღე აქვეყნებს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას.

ამჯერად ვებ-გვერდზე 5 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 82 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 798 ადამიანი.

ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 034 და დაიღუპა 29, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 38 266 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 4 082 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 1 288 და დაიღუპა 35 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 4 328 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 201 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 36 171 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 385 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 974 ადამიანი და დაიღუპა 66.

კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 133 758 პაციენტს შეადგენს.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200405-sitrep-76-covid-19.pdf?sfvrsn=6ecf0977_4