ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველდღე აქვეყნებს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას.
ამჯერად ვებ-გვერდზე 5 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 82 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 798 ადამიანი.
ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 034 და დაიღუპა 29, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 38 266 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 4 082 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 1 288 და დაიღუპა 35 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 4 328 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 201 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 36 171 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 385 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 974 ადამიანი და დაიღუპა 66.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 133 758 პაციენტს შეადგენს.
წყარო: