რა არის მშრალი ფოსო (ალვეოლური ოსტეიტი)?
ალვეოლური ოსტეიტი, მშრალი ფოსო და ასევე ცნობილი როგორც კბილის ბუდის სიმშრალე მტკივნეული მდგომარეობაა, რომელიც შესაძლოა განვითარდეს მუდმივი კბილის ამოღების შემდეგ.
მშრალი ფოსო ერთ-ერთი გავრცელებული გართულებაა სიბრძნის კბილის ექსტრაქციის შემდეგ. ყალიბდება მაშინ თუ კბილის ფოსოში სისხლის კოლტი არ წარმოიქმნება ან წარმოქმნის შემდეგ მალევე გაქრება.
ნორმალურ მდგომარეობაში სისხლის კოლტი ფორმირდება ამოღებული კბილის ადგილზე. ეს სისხლის კოლტი დამცავი ბარიერია და ზრუნავს კბილის ცარიელ ბუდეში მდებარე ძვალსა და ნერვულ დაბოლოებებზე. ამასთან, სისხლის კოლტი
ერთგვარი საფუძველი/საძირკველია ახალი ძვლის ზრდისა და რბილი ქსოვილების ჩამოყალიბებისთვის.
მშრალი ფოსო გაქვთ თუ კბილის ამოღებიდან 3 დღის ვადაში ტკივილი გაწუხებთ. დაუშვებელია თვითმკურნალობა და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ალვეოლური ოსტეიტის სიმპტომებია:
- კბილის ამოღებიდან რამდენიმე დღეში გამოვლენილი ძლიერი ტკივილი;
- ამოღებული კბილის ადგილზე სისხლის კოლტის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა;
- ფოსოში (ბუდეში, ჩაღრმავებაში) ხედავთ ძვალს;
- ტკივილი, რომელიც კბილის ბუდიდან ვრცელდება თვალისკენ, ყურისკენ, კისრისკენ, საფეთქლისკენ (სახის იმავე არეში, საიდანაც კბილი ამოგიღეს);
- უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
- უსიამოვნო გემო პირის ღრუში.
მშრალი ფოსოს განვითარებას დიდი ალბათობით ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:
- ფოსოს ბაქტერიით დაბინძურება;
- კბილის ამოღების დროს მიღებული ტრავმა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dry-socket/symptoms-
causes/syc-20354376