რა სიმპტომებით ვლინდება ეგზემა?

რა სიმპტომებით ვლინდება ეგზემა?

რა არის ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)?

ატოპიური დერმატიტი არის მდგომარეობა, რომლის გამოც კანი წითლდება და ადამიანს ქავილის შეგრძნება აწუხებს. ეგზემა ხშირია ბავშვებში, თუმცა შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში.

ატოპიური დერმატიტი ქრონიკული პათოლოგიაა და ახასიათებს პერიოდული გამწვავება. სავსებით შესაძლებელია თან ახლდეს ასთმა ან თივისმიერი ცხელება.

ატოპიური დერმატიტის მკურნალობის მეთოდი დღემდე უცნობია. გარკვეული მეთოდებით პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება და სიმპტომების შემსუბუქება, მართვაა შესაძლებელი.

ეგზემა სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება, ყველა პაციენტში ინდივიდუალურად.



თუმცა ყველაზე ხშირად ჩნდება შემდეგი ნიშნები:

  •  მშრალი კანი;
  •  ქავილი (განსაკუთრებით ღამით);
  •  წითელი ამ მოყავისფრო-მონაცრისფრო ლაქები ხელებზე, ტერფებზე, კოჭზე, მაჯაზე, კისერზე, გულმკერდის ზედა   ნაწილზე, ქუთუთოზე, მუხლისა და იდაყვის შიდა არეზე - ბავშვებში სახესა და სკალპზე;
  •  პატარა ამობურცულობები, რომლიდანაც ქავილის გამო შესაძლოა გადმოვიდეს სითხე და მოიკიდოს ფუფხი;
  •  შესქელებული, ქერცვლადი, დახეთქილი კანი;
  •  ქავილით კანი შეშუპებული და მგრძნობიარეა.

ატოპიური დერმატიტის ჩამოყალიბებაში მთავარი რისკ-ფაქტორი ეგზემის, ალერგიის, თივისმიერი ცხელების ან ასთმის პირადი, ან ოჯახური ისტორიაა.


ზოგიერთი ბავშვის ორგანიზმში ატოპიური დერმატიტი ყალიბდება კვებითი ალერგიის ფონზე.

საყურადღებოა გარკვეული გენური ვარიაციებიც, გარემო, ალერგენები და გამღიზიანებლები.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/atopic-dermatitis-
eczema/symptoms-causes/syc-20353273