რა არის დიაბეტური რეტინოპათია?
დიაბეტური რეტინოპათია დიაბეტის დაავადების გართულებული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ზიანდება პაციენტის თვალი. პათოლოგია ყალიბდება ბადურაში მდებარე სინათლეზე მგრძნობიარე ქსოვილის სისხლძარღვების დაზიანების გამო.
თავდაპირველად, ადრეულ სტადიაზე დიაბეტური რეტინოპათია უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან მხოლოდ მხედველობის მსუბუქ პრობლემებს იწვევს. თუმცა სამწუხაროდ, შესაძლოა პროცესი უსინათლობამდეც მივიდეს.
დიაბეტური რეტინოპათია შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნებისმიერი იმ პაციენტის ორგანიზმში, ვისაც დიაბეტი ტიპი 1 ან დიაბეტი ტიპი 2 აქვს.
თვალის პრობლემების განვითარების რისკი იზრდება თუ სათანადოდ არ აკონტროლებთ სისხლში შაქრის დონეს და ამასთან, ეს დაავადება დიდი ხანია რაც გაქვთ.
დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირებასთან ერთად ჩნდება შემდეგი სიმპტომები:
- წერტილები, ლაქები მხედველობის არეში;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- მხედველობის არეს რხევა;
- მხედველობის დაკარგვა;
- მხედველობის არეში მუქი ან თეთრი სფერო.
მხედველობის დაკარგვის პრევენციის საუკეთესო მეთოდი დიაბეტის სათანადოდ მართვაა.
დიაბეტის დიაგნოზის დროს ხშირად უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს - გამოკვლევაზე მაშინაც კი უნდა ჩაეწეროთ, როდესაც არაფერი გაწუხებთ, ანუ თვალში პრობლემას არ უჩივით.
რასაკვირველია, მხედველობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე უნდა გაიაროთ ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება დიაბეტური რეტინოპათიის პრევენცია. თუმცა თვალის დაავადების რისკის შემცირება შესაძლებელია თვალის რეგულარული გამოკვლევით, სისხლში შაქრის დონის კონტროლით, არტერიული წნევის მონიტორინგით.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/diabetic-retinopathy/symptoms-
causes/syc-20371611